საქართველოში პედაგოგის შრომა დაფასებული არასდროს ყოფილა საქართველოში პედაგოგის შრომა დაფასებული არასდროს ყოფილა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სახელფასო ანაზღაურების ნუსხა, რომელსაც ქვემოთ იხილავთ, გულს არ დაგწყვეტთ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენთ, რამდენად განსხვავდება თქვენი შემოსავალი თქვენი ევროპელი კოლეგების შემოსავლისგან. გამოცემა Daily Mail 2013 წლის მონაცემებს აქვეყნებს. რეიტინგში შესულია მსოფლიოს 23 ქვეყანა და მასწავლებლების ხელფასი, მათი საათობრივი ანაზღაურება.
როგორც 2013 წელს დაბეჭდილ სტატიაში ვკითხულობთ, ინგლისში სკოლის მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 2011 წელს წელიწადში 27 832 გირვანქა სტერლინგი იყო, რაც გაცილებით მაღალია ვიდრე საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში. ინგლისელი მასწავლებლები წელიწადში 684 საათი მუშაობენ, ფრანგები - 936, ხოლო იტალიელები - 770. მონაცემები Organisation for Economic Co-operation and Development-მა წარმოადგინა. ვინაიდან Daily Mail ბრიტანული გამოცემაა, ხელფასი გირვანქა სტერლინგშია დათვლილი და არა ევროში. 2013 წლის მონაცემით, ანაზღაურების ნუსხა ასე გამოიყურება:
1. ლუქსემბურგი - (72.49 გირვანქა სტერლინგი საათში)
2. დანია - (48.68 გირვანქა სტერლინგი საათში)
3. გერმანია (45. 87 გირვანქა სტერლინგი საათში)
4. ინგლისი (40. 69 გირვანქა სტერლინგი საათში)
5. ბელგია (38. 72 გირვანქა სტერლინგი საათში)
6. ირლანდია (37.76 გირვანქა სტერლინგი საათში)