აღნიშნული კალენდრით სარგებლობენ საჯარო სკოლები სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება. როგორც mshoblebi.ge-ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუმარტეს, კანონმდებლობის თანახმად, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, თუმცა, 2017 წლის 14 იანვარი შაბათი დღეა, შესაბამისად, სასწავლო პროცესი ორშაბათს, 16 იანვრიდან განახლდება.
აღნიშნული კალენდრით სარგებლობენ საჯარო სკოლები. კერძო სკოლები კი, სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღებს თავად განსაზღვრავენ.
რაც შეეხება მუნიციპალურ საბავშვო ბაღებს. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, ზამთრის არდადეგების თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ბაღებში დასვენების დღეების შესახებ ინფორმაცია თბილისის მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.
ანა მარშანია