"რეჟიმს ვიცავთ" - ასეთი იყო სკოლის წარმომადგენლის განმარტება რამდენიმე სკოლაში თავისუფლად ჩაცმულ მოსწავლეებს აღარ შეუშვებენ. ისინი, ვინც ამ სკოლების შინაგანაწესს არ დაემორჩილებიან, გაკვეთლებზე აღარ დაიშვებიან. აკრძალვები ზუგდიდის სკოლებში დაწესდა და უკვე ძალაშია. სკოლაში არ დაიშვებიან თმაგაშლილი გოგოები და ბიჭები, რომლებსაც დახეული ჯინსები აცვიათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ აკრძალვების შესახებ წინასწარ არც მოსწავლეები გაუფრთხილებიათ და არც მშობლები. არც იმას განმარტავენ, ეს შეზღუდვები განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით დაწესდა თუ მათი ინიციატივით.
"რეჟიმს ვიცავთ" - ასეთი იყო სკოლის წარმომადგენლის განმარტება.
მოსწავლეების ჩაცმულობაზე ოფიციალური აკრძალვები თბილისის სკოლებში ჯერ არ მოქმედებს. დირექტორების ნაწილი ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.
სკოლებში აკრძალვების დაწესებას არასამთავრობო სექტორი აკრიტიკებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ნებისმიერი რეგულაცია წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული, თუმცა ჩაცმულობაზე კონკრეტული შეზღუდვების დაწესებას არ ეთანხმებიან. იხილეთ ვიდეო