ამ ეტაპზე, საქართველოში სასკოლო ფორმების სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით სპეციალური წესები არ არსებობს, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთი სასწავლო დაწესებულება, მოსწავლეების სასკოლო იმიჯს თავად განსაზღვრავს.
უნდა იყოს თუ არა სავალდებულო სასკოლო ფორმების ტარება
ინგას 6 წლის შვილი რუსთავის 23-ე სკოლაში სწავლობს. დედა განმარტავს, რომ აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეებს მხოლოდ შავი, თეთრი და ლურჯი ფერის სამოსის ტარების უფლება აქვთ, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, - "დირექტორი სპეციალურად ამოწმებს ხოლმე, თუ რა აცვიათ მოსწავლეებს. ჩემი აზრით, ბავშვების ტანსაცმლის ფერზე ზრუნვის ნაცვლად სკოლა უნდა გაარემონტონ და დაალაგონ," - აღნიშნავს ის.

მაკა, რომელიც შვილს სკოლაში მალე შეიყვანს, სასკოლო ფორმის პოზიტიურ მხარეებზე საუბრობს, მისი თქმით, ბავშვებს შორის ეს სოციალური ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემას აღმოფხვრის, - "ჩემი ნაცნობის შვილი, კუკიაზე მდებარე სკოლის მეცხრე კლასიდან იმიტომ გამოვიდა, რომ სხვებივით კარგად არ ეცვა, გარშემომყოფებთან
განათლების ექსპერტის, თამარ მოსიაშვილის თქმით, სასკოლო ფორმებს აკადემიურ მოსწრებასთან კავშირის არ აქვს, - "ფორმების შემოღების საკითხი სასკოლო საზოგადოებასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. ცხადია, როცა შეთანხმება არ ხდება, ეს უკმაყოფილებას იწვევს, რაც სკოლაში მიზანშეწონილი არ არის," - აღნიშნავს ექსპერტი და დასძენს, რომ სასკოლო ფორმის შემოღება ოჯახებისთვის დამატებითი ფინანსური ხარჯების საფუძველი გახდება. განაგრძე კითხვა