განმარტავს განათლების სამინისტრო ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია თითქოს სკოლებსი სააღდგომო არდადეგები გაუქმდება. როგორც მსჰობლები.გე-ს განათლების სამინისტროში განუმარტეს, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. "სააღდგომოდ სკოლებიც საჯარო დაწესებულებების მსგავსად პარასკევს, შაბათს, კვირასა და ორშაბათს დაისვენებენ" - აცხდებენ სამინისტროში.
რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, ეს ერთკვირიანი დასვენებაა, რომელიც 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გასტანს.
შეგახსენებთ სასკოლო პროცესის დაწყება-დასრულების განრიგს:
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვრულია 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრება 15 ივნისის წინა პარასკევი.
პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს...
რაც შეეხება არდადეგებს, ზამთრის არდადეგები განისაზღვრება 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე.
საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 15 მარტამდე
ზაფხულის არდადეგები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.
მანანა გაბრიჭიძე
წაიკითხეთ ასევე: