ბავშვისთვის კარგი განათლების მიცემა მშობლის ერთ-ერთი არსებითი მოვალეობაა... ბავშვისთვის კარგი განათლების მიცემა მშობლის ერთ-ერთი არსებითი მოვალეობაა, ამ საკითხზე ზრუნვა, სკოლის სწორად შერჩევით იწყება. მშობლებისთვის, რომლებიც უპირატესობას კერძო სკოლებს ანიჭებენ, არჩევანი შედარებით მრავალფეროვანია, თუმცა მაინც უნდა ვიკითხოთ: როგორ შევარჩიოთ კარგი სკოლა, ან რას უნდა ასწავლიდეს სკოლა ბავშვს?
სკოლას, უპირველეს ყოვლისა, მოეთხოვება, მოსწავლეს კარგი აკადემიური ცოდნა მისცეს და ჯანსაღი გარემო შეუქმნას. სკოლამ ბავშვს უნდა განუვითაროს ყველა ის უნარი, რომლებიც მას თანამედროვე ცხოვრებისთვის მოამზადებს, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ეს ხშირად ასე არ ხდება.
ჩვენი განათლების სისტემა ბავშვს სრულფასოვნად ვერ ამზადებს თანამედროვე ცხოვრებისთვის, ვერ აძლევს ძლიერ საგანმანათლებლო ბაზას, რომელიც ცხოვრების შემდეგ ასპარეზზე სჭირდებათ. ხშირ შემთხვევაში მშობლები მიმართავენ რეპეტიტორებს, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.
იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემები აიცილოთ თავიდან, მნიშნელოვანია გაცნობიერებულად შეარჩიოთ სკოლა. სასწავლო დაწესებულების რეპუტაციაზე უპირველეს ყოვლისა, სკოლის დამფუძნებელთა გამოცდილება მეტყველებს. ამ კუთხით ძალიან დიდ ინტერესს იწვევს სკოლა "ჰამილტონი", რომელიც 2016 წელს "ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის" მიერ დაარსდა. ცენტრი უკვე 9 წელია, წარმატებით მოქმედებს საგანმანათლებლო სფეროში. მისი ძირითადი საქმიანობა ქართველი სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში დახმარებაა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდმა 2010 წელს დააარსა "საერთაშორისო აკადემია ლოგოსი", რომელიც დღემდე თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლად ითვლება, მისი კურსდამთავრებულების უმრავლესობა სწავლას ამერიკისა და ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში აგრძელებს. სკოლა "ჰამილტონის" დირექტორია - გია მურღულია.
"ჰამილტონის" შექმნის მთავარი მიზანი ბავშვებისთვის კონკურენტული ცოდნის მიცემა და იმ უნარებისა და ღირებულებების განვითარებაა, რომლებიც საჭიროა თანამედროვე ცხოვრებისათვის. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია ბავშვის ყოველდღიურ პიროვნულ და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებაზე.
ცხადია, სკოლის პრიორიტეტი ბავშვების ხარისხიანი ზოგადი განათლება და მათი მრავალმხრივი განვითარებაა. სწორედ ამიტომ ყველა საგანი "ჰამილტონში" გაძლიერებულად ისწავლება და თეორიული სწავლება პრაქტიკული აქტივობებითაა გამყარებული.
სკოლა დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვებში ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარების განვითარებას - "ჰამილტონის" სასწავლო პროგრამაში შეხვდებით საგნებს, რომელთა სწავლების მთავარი ამოცანა სწორედ ამ მიზნის მიღწევაა.
ერთ-ერთი ასეთი საგანია "პროგრამირება". იგი მოიცავს ასაკობრივი ჯგუფისთვის ადაპტირებულ პროგრამირების საფუძვლებს. გარდა იმისა, რომ ბავშვები ითვისებენ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ "საკომუნიკაციო ენას", ეს საგანი ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებას.
ჭადრაკი "ჰამილტონში" პირველი კლასიდან ისწავლება. ამ დისციპლინის სწავლების უამრავ დადებით მხარეში შედის მოსწავლის შემეცნებითი უნარების, ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება.
ძალიან საინტერესოა დაწყებითი კლასების ეკონომიკის კურსი, რომელიც მოიაზრებს მოსწავლეთათვის მეწარმეობისა და ეკონომიკის საწყისების სწავლებას პრაქტიკული სავარჯიშოების, თამაშებისა და პროექტების გზით. პროგრამის ფარგლებში ისინი შეიძენენ პრაქტიკულ მათემატიკურ უნარებს, ასაკის შესაბამისად შეძლებენ პროექტების მართვას დროისა და რესურსების დაგეგმვა-განაწილების გზით. ეს ის უნარებია, რომლებიც ბავშვებს დაეხმარებათ მომავალში, უფრო ეფექტური გახადონ სწავლის პროცესი.
მოსწავლეთა შემოქმედებითი განვითარებისთვის სკოლა მართავს თემატურ კვირეულებს, რომლის ფარგლებშიც, ბავშვები ერთ კონკრეტულ თემას შესწავლიან საფუძვლიანად. ასეთი კვირეულისთვის ქმნიან ბარათებს, წიგნებს, აკეთებენ პრეზენტაციებს. მათ ეძლევათ შემოქმედებითი თავისუფლება და საკუთარი იდეების გამოხატვის შესაძლებლობა.
"ჰამილტონელების" ცხრილში შეხვდებით ისეთ საგანსაც, როგორიც არის "პიროვნული განვითარების საათი" . ეს საგანი მოიცავს სპეციალურ სასკოლო აქტივობებს, იმ უნარებისა და ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმითა და "ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით". ამ აქტივობების დროს ბავშვი მაქსიმალურად არის ჩართული სწავლის პროცესში, როგორც ინდივუდუალურად, ასევე გუნდურ სამუშაოებში.
"ჰამილტონი" არის სკოლა, სადაც ბავშვი თეორიული განათლებას ამყარებს პრაქტიკული აქტივობებით. სკოლა დიდ დროს უთმობს ბავშვებში სხვადასხვა უნარის განვითარებას, რომელიც შემდეგ აუმჯობესებს მათი სწავლის ხარისხსა და ეფექტურობას. პირველივე კლასიდან ეჩვევიან ჯგუფში მუშაობას, კომუნიკაციას, გადაწყვეტილების მიღებას - როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. შედეგად, "ჰამილტონელმა" მოსწავლემ იცის სხვისი აზრის პატივისცემაც და საკუთარი პოზიციის დაცვაც, შეუძლია კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება; აქვს როგორც ჯგუფში, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის კულტურა. "ჰამილტონი" არის სკოლა, რომელიც ზრუნავს მოსწავლეთა არამხოლოდ ინტელექტუალურ სრულყოფაზე, არამედ აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაზე, რაც მათ ღირსეულ თანამედროვე პიროვნებებად აქცევს.
R