ყველაზე კითხვადი
„15 სექტემბერი პარასკევია“ - გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება ორშაბათამდე
„15 სექტემბერი პარასკევია“ - გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება ორშაბათამდე
წელს სწავლის დაწყების თარიღი, 15 სექტემბერი პარასკევს ემთხვევა. ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მშობლების ერთმა ნაწილმა თვითნებურად „გადაწიონ“ სწავლის დაწყება ორშაბათამდე.

„15 პარასკევია, ორშაბათამდე მაინც არავინ მივა“, - ამ ლოგიკით სოციალურ ქსელში არაერთი დედა წერს, რომ სწავლის დაწყება ორშაბათამდე გადაიდება. ამ გაუგებრობის გასარკვევად mshoblebi.ge განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.
უწყების განმარტებით, სწავლის დაწყება არ გადაიდება.
”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში წერია, რომ ”საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის
მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება”. 2017 წელს, 15 სექტემბერი დასვენების დღე არ არის, შესაბამისად, სწავლა პარასკევს, 15 სექტემბერს დაიწყება“, - აცხადებენ სამინისტროში.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ბაღების სააგენტოში ამ დრომდე მიდის მსჯელობა სწავლის დაწყების თარიღზე. შესაძლოა, სააღმზრდელო პროცესის ორშაბათამდე გადაწევის ვერსიას თავადაც განიხილავენ, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას განცხადებით,  ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და უწყება სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღს მხოლოდ კვირის ბოლოს გაასაჯაროებს.
ასე რომ, ჭორები სწავლის გადადების შესახებ არც სკოლის და არც საბავშვო ბაღებთან მიმართებაში არ დასტურდება.
ანა მარშანია

76688
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (2)
22:18 / 02-09-2017
ნინო
ბაღების სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე დევს,რომ სასწავლო წელს 18სექტემბერს იწყებენ . http://kids.org.ge/news/hot-news/post/295
15:56 / 16-08-2017
მარი
ე მომწონს 15. ვფიქრობ პარასკევის შემთხვევაშიც არაა ცუდი, პირველი ემოციური დღის შემდეგ ბავშვები დაისვენებენ და განეწყობიან.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
12.12.2017
თუ სკოლაში 1 000 და მეტი მოსწავლეა, ამ შემთხვევაში დირექტორის ხელფასი არის...
27.11.2017
უშგულში მოხალისედ წასული მასწავლებლის ცხოვრება და პრობლემები
09.11.2017
"დღეს კატასტროფულად ჭირს კვალიფიკაციური კადრები კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად..."
28.10.2017
"სკოლამ მხოლოდ ცოდნა კი არ უნდა მისცეს, ბავშვმა მთავარი უნარები უნდა აითვისოს და ცხოვრება ისწავლოს" - დირექტორი, რომელმაც ქველმოქმედებით და ბავშვების განსაკუთრებული სიყვარულით გაითქვა სახელი
27.10.2017
"ბევრჯერ მომისმენია, როგორ ჩხუბობენ პედაგოგები, ჩემი გაზრდილი მოსწავლე სხვაგან რატომ უნდა ემზადებოდესო..." - რას ფიქრობენ მშობლები მე-12 კლასის არსებობის აუცილებლობაზე
27.10.2017
''მეთორმეტე კლასში უნდა დაკარგოს დრო ისეთ სასწავლო მასალაზე, რომელიც მას გამოცდებზე გასასვლელად არ სჭირდება''




გამოკითხვა
რამდენი შვილი გყავთ?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31