სწავლის გადასახადი 19 ათასი ლარი იყო, ახლა კი, როგორც გავარკვიეთ, 22 ათასი ლარი გახდა მსოფლიოში უამრავი სკოლაა, სადაც სწავლა ათასობით დოლარი ღირს.
ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლებს შორის პირველ რიგში ასახელებენ შვედეთის ლე როსეს სკოლას - იქ განათლების მიღება ბავშვებს 87 ათას დოლარზე მეტი უჯდებათ. საქართველოს მოსახლეობას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ სწავლაში ამხელა თანხა გადაიხადოს, თუმცა ჩვენთანაც არის სკოლები, სადაც სწავლა ძალიან ძვირი ღირს. ამ სკოლების კონტიგენტი ძირითადად შერეულია - იქ ქართველებთან ერთად უცხოელებიც სწავლობენ.
QSi
თბილისში არსებულ ყველაზე ძვირადღირებულ სკოლებს შორის უკვე რამდენიმე წელია ლიდერობს QSi - საერთაშორისო სკოლა. როგორც გავარკვიეთ, ამ სკოლაში სწავლის გადასახადი წელს 25 ათასი დოლარია. სკოლა თბილისის დიპლომატიურ სოფელში მდებარეობს. გარდა სკოლისა, დიპლომატიურ სოფელში საერთაშორისო ბაღიც არის. საერთაშორისო სკოლაში საქართველოში სხვადასხვა მისიით მყოფი დიპლომატების შვილები სწავლობენ. QSI-ს ისტორია 1971 წელს იწყება: პირველი ასეთი სკოლა იემენის დედაქალაქ სანაში დაარსდა.
თავდაპირველად სკოლაში ოთხი მოსწავლე სწავლობდა, რამდენიმე წელიწადში კი, აღსაზრდელების რიცხვი 200-მდე გაიზარდა, სკოლამ საერთშორისო სტატუსი მიიღო და კვალიფიციური, გამოცდილი მასწავლებლებით დაკომპლექტდა. დროთა განმავლობაში QSI-მ მსოფლიოს 30 ქვეყანაში 37 სკოლა დააარსა და ხუთი კონტინენტი მოიცვა.
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
მე-2 ადგილზე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიაა - ამ სასწავლებელში სწავლის გადასახადი 19 ათასი ლარი იყო, ახლა კი, როგორც გავარკვიეთ, 22 ათასი ლარი გახდა. ამერიკულ აკადემიაში მხოლოდ უფროსკლასელები სწავლობენ, რადგან იქ სწავლება მე-9 კლასიდან იწყება. აკადემია ლისის ტბაზე მდებარეობს. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში ყველა საგანი, გარდა ქართული და რუსული ენებისა, ინგლისურად ისწავლება. განაგრძეთ კითხვა