მიდიხართ თუ არა წელს სკოლაში? 5-6- წლის ბავშვის დედას ახლობლები აუცილებლად დაუსვამენ რამდენიმე კითხვას:
მიდიხართ თუ არა წელს სკოლაში? როგორ ემზადებით სკოლისთვის? მოსამზადებენ კურსებზე დადიხართ? რომელი წიგნიდან მეცადინეობთ?
ალბათ ძალიან გაოცდებია, თუ დედისგან ამ პასუხებს მიიღებენ:
არ მივდივართ. არ ვემზადებით. არ დავდივართ არც წავალთ და არც ვაპირებთ.
5 წლის ბავშვების სკოლაში შეყვანის აკრძალვამ სოციალური აფეთქება გამოიწვია ჩვენს გვეყანაში. რატომ არის ყველა მშობელი გადარეული სკოლაში ბავშვის ადრე შეყვანაზე?
არაერთ ფსიქოლოგს საფუძვლიანი არგუმენტები აქვს იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ არ უნდა მიიყვანოთ ბავშვი სკოლაში ადრე, მათ შორის 6 წლისებიც, რომლებსაც ზაფხულის ბოლოს შჭუსრულდა სასკოლო ასაკი და რატომ არ უნდა ატაროთ სკოლამდელ მოსამზადებელ კურსებზე.
1.
სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება ხდება თამაშით. სწორედ თამაშით უვითარდება ბავშვს ფსიქიკა. უმჯობესია, თუ ის თანატოლებთან ითამაშებს. ხშირად ეს სიუჟეტურ-როლებიანი თამაშია. რომლებშიც ბავშვები გამოავლენენ უფროსობის გრძნობებს, სწავლობენ ერთმანეთს. მომზადებული ფსიქიკა უფრო საიმედო წინაპირობაა კარგად სწავლისთვის, ვიდრე ანბანის ცოდნა ან შეკრება-გამოკლება.
იცით, რომელი თამაშის დროს ჩანს სკოლის ასაკის ბავშვს წარმატება? და ეს კითხვა, ანგარიში და წერა არაა. ეს არის კონტაქტი თანატოლებთან და უფროსებთან და მათთან ჯანსაღი ურთიერთობის აწყობა.
მშობლის მისიაა ბავშვს თამაშით განვითარების საშუალება მისცეს და არ დააკარგვინოს ბავშვს დრო გაკვეთილებისა და დავალებების მომზადებაზე. ამით ბავშვს ფსიქოემოციურ მდგომარეობას ურღვევთ. ბავშვს უუარსედება ჯანმრთელობა, ხშირად ავადმყოფობს.
ბავშვს, რომელსაც თამაში დააკლდა, ვერ გაიზრდება დამოუკიდებელ ადამიანად, იქნება უპასუხისმგებლო ან უსუსური.
ერთი პედაგოგი 3 წლის ბავშვებს ასწავლის ინგლისურ ენას და აი, რას ამბობს: "მეცოდებიან ბავშვები. იმის ნაცვლად, რომ თანატოლებთან ერთად თამაშობდნენ, ინგლისურს იზუთხავენ. მე თუ მკითხავენ, ვიტყვი, რომ ასე ბავშვს ცხოვრებას უმახინჯებენ, მაგრამ ეს ენის ბიზნესცენტრია, მე პედაგოგი ვარ და უნდა ვასწავლო ყველას, ვისაც მომიყვანენ".
2.
5-6 წლის ბავშვს არა აქვს გამომუშავებული რეფლექსი თვითანალიზი, არ შეუძლია საკუთარი საქციელის გვერდიდან დანახვა. ეს თვისებები 8-9 წლის ასაკში უყალიბდება.
3.
5-6 წლის ბავშვს უმეტესად მარჯვენა ნახევარ სფერო აქვს განვითარებული. რომელიც პასუხისმგებელია ინტუიციაზე, შემოქმედებაზე, სამყაროს აღქმაზე. მაგრამ სწავლა მარცხენა სფეროს აქტიურობას საჭიროებს. ამ პერიოდისთვის ბავშვს არა აქვს განვითარებული ტექსტის ანალიზის, სიმბოლოების აღქმის უნარი. იმ შემთხვევაშიც კი თუ 4 წლის ასაკში კითხულობს.
4.
ბევრი მშობელი, რომელმაც ბავშვი სკოლაში ადრე შეიყვანა, ნანობს. ბევრი მშობელი კი ვერც აცნობიერებს, რა ავნო შვილს ადრე სკოლაში შეყვანამ, რადგან მხოლოდ მის ნიშნებს აქცევს ყურადღებას. ამ ბავშვებს უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა, უჩნდებათ ფსიქოლოგიური და ზოგჯერ ფსიქიკური პრობლემები. სამწუხაროდ, მშობელთა უმრავლესობა ამ პრობლემებს ან საერთოდ ვერ ამჩნევს და "უცნაურიბით" ხსნის, ან საერთოდ ვერ ხვდება, რომ ისინი სწავლის ნაადრევად დაწყების ბრალია.
დასკვნა: ნუ გეჩქარებათ, ბავშვი სწავლის უღელში შეაბათ. ამისთვის მას მთელი ცხოვრება წინ აქვს. სამაგიეროდ, ვერასდროს დაიბრუნებს იმ წლებს, რომელსაც მისი პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის უნდა შეეწყოთ ხელი. ვერანაირი ცოდნა ვერ მოუტანს ბავშვს წარმატებასა და ბედნიერებას, თუ სათანადოდ არ გამოიყენა ის. ცოდნის კარგად გამოყენება კი მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს შეუძლიათ