ყველაზე კითხვადი
"ყველაზე მეტად მშობლების ჩართულობა გვიშლის ხელს...” - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი მწვავე შეკითხვებზე
"ყველაზე მეტად მშობლების ჩართულობა გვიშლის ხელს...” - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი მწვავე შეკითხვებზე
"ორი დღეა საჯარო ბაღში წავიყვანე ჩემი სამწლინახევრის შვილი და ორი დღეა გულდამძიმებული, აღშფოთებული და გაბრაზებული დავდივარ. თვალწინ ერთ ოთახში შეყრილი აუმრავი ბავშვი და სრულიად გადარეული აღმზრდელი მიდგას, რომელმაც არ იცის, რა მოუხერხოს 40-50 ატირებულ ბავშვს და როგორ დაამშვიდოს ისინი. საერთოდაც, სამომავლოდ როგორ უნდა გაუმკლავდეს ერთი აღმზრდელი ერთ ძიძასთან ერთად 60 ბავშვს? დიახ, სწორედ ამდენი ბავშვი ირიცხება ერთ ჯგუფში. აუცილებლად ვთვლი, ხმა მივაწვდინო სათანადო სტრუქტურებს და საერთოდ, ხელისუფლებას.
ძალიან მაინტერესებს,
ოდესმე თუ დადგება დრო ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლება
წრფელად, მთელი შეგნებით დაინტერესდება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტით - ბავშვებით.
რითი ისუნთქებენ, სად ითამაშებენ და საერთოდ, სად იცხოვრებენ ისინი, ეს რომ არ აინტერესებთ, ვიცით, ალბათ, სასწავლო დაწესებულებებიც მათ რიცხვშია და სცილდება პოლიტიკისა და პოლიტიკოსთა ინტერესების სფეროს. ფაქტია, რომ თუ სარეალიზაციოდ ხელსაყრელი არ არის, ისეთი მშენებლობა ხელისუფლებისთვის უინტერესოა. რა იქნება ამდენი უკანონო მშენებლობის ნაცვლად, რამდენიმე კანონიერი, კეთილმოწყობილი ბაღი აშენდეს ჩვენს ქალაქში, რომ ბავშვებს ადეკვატური სივრცე ჰქონდეთ განვითარებისა და სწავლისთვის?! ეს ხომ ძალზე საშური და თანაც ნამდვილად სამომავლო საქმეა. ბაღი აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვისო - 60 ბავშვში როგორ წარმოგიდენიათ რომელიმეს განვითარება? ეს ხომ წარმოუდგენელი დანაშაულია, როგორც ბავშვის, ასევე აღმზრდელის წინაშე.
ყველაზე მეტად ის მაფიქრებს და მაშფოთებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკურ სიბეცეს სრულიად უდანაშაულო ბავშვები ეწირებიან და ჯერ კიდევ ადამიანობაშენარჩუნებული, კეთილშობილი და ბავშვების მოყვარული აღმზრდელები, სულ მალე, ნერვებდაწყვეტილ მონსტრებად გადაიქცევიან, რომელთათვისაც ბავშვი რაოდენობა იქნება და არა მათი მზრუნველობის ობიექტი. აღარაფერს ვამბობ ამ პირობებში მყოფ პატარებზე, დიდების მოლოდინში, მზრუნველობას სწორედ ამ ადამიანებისგან რომ ელიან.
მაინტერესებს, როდის შეძლებს ამ ქვეყანაში ადამიანი ადამიანური სახის შენარჩუნებას და იზრუნებს თუ არა ამაზე სახელმწიფო?"
სოფიო, 40 წლის


ასევე იხილეთ: ”მთელი საქართველო თბილისშია, რა ბაღები ეყოფა ამდენ ბავშვს!” - უკმაყოფილო მშობლები და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი


ეს წერილი აქტიურმა მკითხველმა, მშობელმა მოგვწერა. მსგავსი შინაარსის წერილებით ძალიან ბევრი მშობელი გამოეხმაურა თბილისის ბაგა-ბაღებში სასწავლო წლის დაწყებას. მათი პროტესტი და გაღიზიანება ჯგუფებში ბავშვთა მომატებულმა რაოდენობამ გამოიწვია - ბევრი მშობელი გვწერს, რომ მათი შვილების ჯგუფებში 50-ზე მეტიც კია ბავშვი, რომ ოთახში აღარ რჩება ადგილი არათუ ძილის, არამედ ელემენტარული აქტივობისთვის - მთელი სივრცე უკავია მაგიდებს და სკამებს ამ ძალიან ბევრი ბავშვის კვებისთვის და დანარჩენი დრო სად და როგორ უნდა გაატარონ, არავინ ამბობს... რომ ბევრგან ერთი ჯგუფის ორი ოთახი გაყვეს და ორ სხვადასხვა ოთახში სხვადასხვა ჯგუფია, თითოში მინიმუმ 45 ბავშვით, და ამ ორ უდიდეს ჯგუფს აქვს ერთი საერთო საპირფარეშო... რომ მასწავლებლები უკვე ისტერიკის ზღვარზე არიან, აღარაფერს ვამბობთ ამ პირობებში ბავშვების ნორმალურ მოვლასა და ყურადღებაზე...

თუ როგორ მოხდა ბავშვების რაოდენობის განსაზღვრა და როგორ შეიძლება ბაგა-ბაღებში არსებული სიტუაციის მართვა და გამოსწორება, ამასთან დაკავშირებით თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით.

ნინო გულბათაშვილი, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი:

- როგორ მოხვდა ბაღებში ამდენი ბავშვი?
- წინა წლების გამოცდილება და სტატისტიკა აჩვენებს, რომ პირველი თვის შემდეგ ბავშვების დასწრება 70%-ს არ აჭარბებს. პირველი დღეებია ძალიან დატვირთული, რადგან ყველას მოჰყავს ბავშვი ბაღში. შემდეგ თანდათან იკლებს ბავშვების რაოდენობა. ამის გათვალისწინებით მოხდა დაშვება მაქსიმალური რაოდენობის, იმიტომ, რომ კანონით გათვალისწინებული ჯერ არ არის, რა რაოდენობის ბავშვის მიღება შეიძლება. კანონი არ არის სკოლამდელი განათლების შესახებ მიღებული, რომელიც სავალდებულოს გახდის რაღაც რაოდენობის შეზღუდვას.
სათათბიროების მეშვეობით ხდება ბავშვების რაოდენობის დამატება, საყოველთაო რეგისტრაციის შემდეგ. ვთქვათ, რეგისტრაციის დროს ირიცხება 35 ბავშვი, მერე შედის სარეზერვო სიებში განცხადებები და თითოეული ბაღი განიხილავს განცხადებებს და ადმინისტრაცია საკუთარი ბაღის რესურსების გათვალისწინებით ამატებს ბავშვების რაოდენობას. ეს ხდება იმ პრაქტიკული გამოცდილების ხარჯზე, რომელმაც გვაჩვენა, რომ ჩარიცხული ბავშვების რაოდენობა რაღაც პერიოდის მერე ბაღს ტოვებს.

- თუ ბავშვების ის რაოდენობა დარჩა ბაღებში, რაც ამ მდგომარეობით არის დაფიქსირებული, რა შეიძლება გააკეთოს ბაღების მართვის სააგენტომ ?
- სააგენტო კონკრეტულ ღონისძიებებს ამ მხრივ ვერ გაატარებს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ჯგუფია ასეთ მდგომარეობაში. ჩვენ ისევ და ისევ გასული წლების სტატისტიკით ვხელმძღვანელობთ და ვფიქრობთ, რომ მეორე თვიდან ბაღებში ბავშვების რაოდენობა შემცირდება, რაც წინა წლების პრაქტიკულმა გამოცდილებამ გვაჩვენა.


ასევე იხილეთ: "ვლოცულობთ, რომ მოთმინებამ არ გვიღალატოს..." - საბავშვო ბაღის მასწავლებლის წერილი მშობლებს


- პრობლემის მოსაგვარებლად თუ აპირებთ ადმინისტრაციული რესურსის დამატებას?
- გამოსავალი ამ სიტუაციაში შესაძლოა იყოს პერსონალის დამატება, მაგრამ პერსონალს როგორ დავამატებთ, თუ ბიუჯეტი არ გაქვს. ეს არის იდეა, რომელიც უნდა მომზადდეს პროექტად და უნდა მოხდეს მისი განხილვა, რაც ერთი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდება.
უნდა ავღნიშნოთ, რომ წინა წლებთან შედარებით, ამ მხრივ წელს ნაკლებ ქაოსური სიტუაცია გვაქვს, რადგან 5 ახალი ბაღის გახსნამ შვება მოგვცა. თუმცა, რაც სწავლის პროცესში ყველაზე მეტად ხელს გვიშლის, ეს არის მშობლების მეტისმეტი ჩართულობა და ემოციურობა, რომელიც ხელის შემშლელია, როგორც ბავშვისთვის, ასევე ბაღის ადმინისტრაციისთვის, ფაქტობრივად, მათი ქმედებით ხელი ეშლება მასწავლებლის საქმიანობას.

- რომ გვითხრათ, რეალურად რამდენი ბავშვის მიღების საშუალებას გაძლევთ სასწავლო პროცესისთვის გამოყოფილი ოთახის ფართი? - მშობლები ამბობენ, რომ ოთახებიდან აალაგეს საძინებლები და რომ ბაღებში მოსული რაოდენობის ბავშვებისთვის არასაკმარისი რესურსია, რა შეფასებას გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?
- გააჩნია ოთახის ზომას. მაგალითად, ახალ ბაღებში პატარა ჯგუფებია, შედარებით, რადგან შენობის არქიტექტურაც განსხვავევუბულია. ყველა ბაღში ბავშვებისთვის განკუთვნილი ოთახის მიხედვით ხდება ბავშვების რაოდენობის განსაზღვრა. რაც შეეხება საძინებლების თემას, ბაგის ჯგუფები საძინებლების გარეშე ვერ იქნება და იქ არც არავინ აალაგებდა, 3,4, 5-წლიან ჯგუფებში მოხდებოდა საძინებლების ალაგება, რადგან ბავშვების როდენობა ბევრია და სივრცე არ იქნებოდა საკმარისი.

- რადგან ბავშვების რაოდენობა ბევრია, რამდენი ადამიანია ჯგუფში ბავშვებზე პასუხისმგებელი ?
- ჯგუფში ბავშვებზე ამ დროისთვის ორი ადამიანია პასუხისმგებელი - მასწავლებელი და დამხმარე. ყველანაირად ვცდილობთ არსებულ მდგომარეობას გავუმკლავდეთ.
რუსკა კილასონია
15763
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (5)
13:41 / 23-09-2017
maia
ჩვენ ქვეყანას არასოდეს არაფერი ეშველება საშინელებაა ჯგუფში ამდენი ბავშვი.
12:21 / 21-09-2017
რა გინდათ, სწორს ამბობს, რაც მთავარია დიპლომატიურად! ჩვენს ენაზე რომ ვთარგმნოთ 50 ბავშვიდან ოქტომბერში უკვე 20 ივლის, დანარჩენს ვირუსები შეეყრებათ (ჯვარი წერია ყველას) და 20 ბავშვს მეტი არც ფართი უნდათ და არც პედაგოგებიო! :(
11:36 / 21-09-2017
ნათია
ვაი ერთი დღე უნდა შეგაგდოთ 42 ბავშვში და მერე იჭიკჭიკეთ. ...ოხ თქვე სადისტებო, მომავალ თაობაზეა აქ ლაპარაკი რას ისწავლის ან ასწავლის მასწავლებელი???? ხოო თუმცაღა თქვენი შვილი ხომ არაა ამ დღეში?? გვეშველება საერთოდ რამე???
09:06 / 21-09-2017
თამარი
ყველგან არრთნაირი პრობლემებია და არავის აინტერესებს ..რას მართავს ეს მართვის სააგენტო საერთოდ გაუგებარია ...უნამუსოები კიდევ გამართლებისთვის აქვთ პასუხები...არავინ არაა ამ უმსგავსობის და პენსიონერების ბაღში სიმრავლით პასუხისმგებელი ნეტა გამარკვია
23:31 / 20-09-2017
თეო
აი ვკითხულობ ინტერვიუს და აღვშფოთდე. უბრალოდ სულელად ჩავთვალო თუ სიმწრისაგან ვაგინო არ ვიცი. რა სტატისტიკას ეყრდნიბა რას ბოდავს ?????? რა დროს სტატისტიკააააააა რეალობას შეხედონ დაიარონ ბაღები . დილით ბავშვს ვტოვებ ბაღში და მერე სულ იმაზე ვფიქრობ ვის ან როგორ მივაწვდინო ხმა ამ გაუგონარ სიტუაციაზე. ჯგუფში 40 ბავშვია. 20 კვადრატული ოთახი. 5 მაგიდა თითოეულის ირგვლივ 6 სკამი რა გამოდის რომ ბავშვები ვერ ეტევიან. საერთოდ არ აქვთ გასართობი სათამაშო სივრცე. საძინებელი? აქ საერთოდ ამაზზრზენი სიტუაცია . პატარა ძალიან პატარა ოთახი. რაღაც სამსართულიანი საწოლები (კარადის მსგავსი უჯრა რომ გამოაღო და შიგ ბავშვი დააწვინო) ყველა კარადა ლოგინი რომ გაიშლება შუაში ადგილი არ რჩება რომ აღმზრდელმა ან ძიძამ გაიაროს შეუძლებელია და ღმერთმა ნუ ქნას რომელიმე პატარას დახმარება დასჭიტდეს ბოლოში მწოლიარეს ვერაფრით მიაწვდენ ხელს თუ არ გადაუარე მძინარე პატარებს. ამის მერე რა უნდა ელაპარაკო ამათ. თურმე კანონი არ ყოფილა და ვინ უშლის კანონის მიღებას???? უნამუსოები და თავხედების სავსეა სააგენტო. ჭურჭლის მრეცხავებს ვიხმართო. რატომ???? ბიუჯეტი არ ყოფნის აღმოჩნდა . ბიუჯეტი ამ სულელურ რეკლამებსა და პლაკატებში ხო გყოფნით საარჩევნოდ
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
25.09.2017
ამის შესახებ თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ განაცხადა
25.09.2017
"თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს..."
22.09.2017
მრავალშვილიანი დედის გულისტკივილი და შეთავაზება ბაღების მართვის სააგენტოს
21.09.2017
"ბაღის პირველმა დღემ მე უფრო დამსტრესა, ვიდრე ჩემი შვილი..."
13.09.2017
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შერჩევისას მშობლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ეზოში შექმნილ გარემოს
21.08.2017
სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებს დაევალათ შენობების სანიტარული დამუშავება
11.08.2017
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ბაღში, საჯაროში თუ კერძოში ბავშვებისთვის იდეალური გარემოა შექმნილი




გამოკითხვა
რომელ ასაკში შექმენით ოჯახი?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31