მრავალშვილიანი დედის გულისტკივილი და შეთავაზება ბაღების მართვის სააგენტოს მაკა ქიტესაშვილი 4 შვილის დედაა. ჩვენი აქტიური მკითხველია და ჩვენი რესპონდენტიც (იხილეთ მისი ინტერვიუ). მაკას უმცროსი ტყუპი გოგონა უკვე 5 წლისაა და ბაღის მოსამზადებელ ჯგუფშია. ბაღში მიმდინარე არც ისე სასიამოვნო პროცესებს ჩვენ დროდადრო ვაშუქებთ - როგორც იცით, წელს ჯგუფებში მეტისმეტად ბევრი ბავშვია და ბევრი მშობელი გამოთქვამს უკმაყოფილებას. ამჯერად მაკა, როგორც მრავალშვილიანი დედა, ამ ფაქტს საკუთარი ინიციატივით გამოეხმაურა:
”საბავშვო ბაღიდან მობრუნებული, ვზივაარ და ვერაფერს ვაკეთებ... რა მინდოდა ბაგის ჯგუფში, რატომ შევედი?
გული მტკივა, რა დღეში არიან ერთი ციდა პაწუკები, წერტილები, როგოორ ჩამეხუტნენ... რატომ, რატომ მიგყავთ ასეთი წერტილები ბაღში? თან მაშინ, როცა სახლში ხართ და არც სწავლობთ და არც მუშაობთ... იქნებ დავუკავშირდეთ ბაღების მართვის სააგენტოს, თუ დაუშვებენ, როცაა თავისუფალი დღე მექნება მე და ყველა მოხალისე დედას ან ბებიას, ან უბრაალოდ ვისაც უყვარს პაწაწუნები, შეგვეძლოს და დავეხმაროთ ბაგის პედაგოგებს... ძალიან ცუდ დღეში არიან, ორი ადამიანი ფიზიკურად ვერ გაუმკლავდება 35 პაწაწინას... მე სიამოვნებით დავრჩებოდი დღეს იქ და დავეხმარებოდი”.