"ვინც დაარღვევდა წესს, ძილის საათის დამთავრების შემდეგ რჩებოდა საწოლში და მას კეტავდნენ გარედან..." საბჭოთა ბაღში მშობლების თაობიდან ბევრს უვლია და ყველას სხვადასხვა სახის მოგონებები აქვს. ჟურნალისტი იულია ბერკლოვა იხსენებს ბავშვობის იმ პერიოდს, რაც უკავშირდება ბაღს. სამწუხაროდ, ეს არ არის საუკეთესო მოგონებები.
"წლი-ნახევრიდან შვიდ წლამდე ძალიან ცოტა დროს ვატარებდი მშობლებთან.
ბაგის ჯგუფი: ძილის საათია. საძინებელში შემოდის აღმზრდელი და თითოეულ ბავშვს აწვენს განსაზღვრულ პოზაში: ერთს გვერდზე, მეორეს - ბეჭებზე, მესამეს - მარჯვენა მხარეს და ხელებს აყოფინებს ბალიშის ქვეშ, მეოთხეს გამართული ფეხებით აწვენს... მე ხშირად მარცხენა მხარეს მაბრუნებდა, ფეხები უნდა მქონოდა გამართული, ერთი ხელი ლოყის ქვეშ, ხოლო მეორე - საბნის ზევიდან უნდა მქონოდა. ამის შემდეგ მასწავლებელი გვაკვირდებოდა, რომ არავინ არ გავნძრეულიყავით. ვინც დაარღვევდა წესს, ძილის საათის დამთავრების შემდეგ რჩებოდა საწოლში და მას კეტავდნენ გარედან. ოთახში ორ ბავშვზე მეტს არ ტოვებდნენ. ყველა მიდიოდა სასეირნოდ, ხოლო ძიძა უთვალთვალებდა "დასჯილ" ბავშვებს, რათა არ ამდგარიყვნენ საწოლიდან. მე ყველაზე ხშირად მტოვებდნენ (ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეჩვენებოდა). მშობლებს არაფერს ვეუბნებოდი, რადგან მეგონა, რომ ეს ბაღის წესი იყო.
უფროს ჯგუფში განმივითარდა ნერვული ანორექსია.
მაშინ, რა თქმა უნდა, ასეთ ტერმინებს არ ხმარობდნენ. ამბობდნენ, რომ "ყოველდღე აღებინებს თქვენი შვილი". გულისრევის შეგრძნება მეწყებოდა მაშინ, როდესაც მთავრდებოდა დილის გასეირნება და მოდიოდა სადილის დრო. იქ კი გველოდებოდა ბოროტი ძიძა, რომელიც ხმამაღლა აცხადებდა: "სანამ ბოლომდე არ დაამთავრებთ, მაგიდიდან არ ადგებით". ჩემი მცდელობა "ბოლომდე შემეჭამა" - ღებინებით მთავრდებოდა. დროთა განმავლობაში მაღებინებდა სადილის მოახლოებასთან ერთად. თუ აღმზრდელს გააბრაზებდა რომელიმე ბავშვი, მას ჩემს გვერდზე სვამდნენ და ეუბნებოდანენ: "ისადილებ ნაღებინებთან ერთად". ერთი მსუქანი ბიჭი ხშირად ხვდებოდა ჩემ გვერდით, მაგრამ მას ისე უყვარდა ჭამა, რომ ნიუანსები აღარ აინტერესებდა. უფრო მეტიც, შემომთავაზა ასეთი რამ: თავისი ულუფის დამთავრების შემდეგ- ჩემი ულუფაც შეეჭამა. კარგად ავეწყვეთ: ის სწრაფად მიირთმევდა და ამის შემდეგ ვცვლიდით თეფშებს. მე ისე მომეწონა მისი წინადადება, რომ აღარ მეშინოდა სადილის მოახლოება და ღებინებამაც გადამიარა. აღმზრდელებს ეს ფაქტი არ გამოპარვიათ მხედველობიდან. ერთ-ერთი ასეთი გარიგების დროს დაგვინახეს, გაგვლანძღეს და გადაგვსვეს სხვადასხვა ადგილზე. იმ დღეს ის ბიჭი სადილის გარეშე დატოვეს. მე ძალით მაჭამეს სუპი, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ისევ ვაღებინე. ყველაზე მეტად მეშინოდა იმის, რომ მოუყვებოდნენ ჩემს მშობლებს თუ როგორ ვცვლიდით თეფშებს... არ ვიცი, რატომ მეშინოდა ასე. სახლში არასოდეს მსჯიდნენ, მაგრამ დანაშაულის და სირცხვილის გრძნობა არ მასვენებდა.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
მოგვიანებით ღებინების გამო ჯერ მიმიყვანეს გასტროენტეროლოგთან, შემდეგ ნევროლოგთან. ნევროლოგმა დედას უთხრა: "თუ შეიძლება, გადაიყვანეთ სხვა ჯგუფში". მაგრამ 70-იან წლებში არ იყო ასეთი ადვილი. მით უმეტეს აღმზრდელები დედას ძალიან მოსწონდა. ეჩვენებოდა, რომ ისინი ძალიან მზრუნველები და მოსიყვარულეები იყვნენ.
მოსამზადებელ ჯგუფში კონკიას ისტორია მოხდა: მე და ბაღის დირექტორის შვილი ერთ ჯგუფში აღმოვჩნდით. მას შევუყვარდი (შევუყვარდი იმდენად, რამდენადაც ეს შეუძლია 6 წლის პრინცს): მას მოჰქონდა ჩემთან ბლინები და ისიც კი სთხოვა დედას, რომ შუადღეს არ დავეძინებინე და სადამსჯელო ღონისძიებებისგან გათავისუფლებული ვყოფილიყავი. ერთადერთი რამ, რასაც ბოროტი ძიძა არ მაკეთებინებდა, ეს იყო ზურგზე ხელების სმა. საღამოს რიტუალის დროს, როდესაც ბავშვები ვსხდებოდით სკამებზე, ის გვიკითხავდა ზღაპრებს და ამ დროს ირჩევდა 2 "ჭკვიან" გოგოს, რომლებსაც კითხვის პროცესში მისთვის ზურგზე უნდა ესვათ ხელები. ბავშვები სულ იწევდნენ ხელს: "შეიძლება, მე გამოვიდე"? "დღეს მე გამოვალ". მე, რა თქმა უნდა, არასდროს ამიწევია ხელი და არც მითხოვია - არა სიმაყის გამო, არამედ პირიქით- ვთვლიდი, რომ არ ვიყავი ამის ღირსი. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო წელმა მშვიდად ჩაიარა. სკოლაში მისვლისას ვიყავი ძალიან წყნარი და უპრობლემო ბავშვი.
როდესაც წამოვიზარდე და მოვუყევი დედას ბაღის ამბები, ძალიან გაიკვირვა: "პედაგოგები არათუ პრეტენზიას გამოთქვამდნენ შენს მიმართ, არამედ სულ ამბობდნენ, რომ ძალიან კარგი, ბაღის იმედი, ყოჩაღი და დამჯერი ბავშვიაო"...
ამ ისტორიას მხოლოდ ერთი დადებითი მხარე აქვს: არ ვსუქდები, რადგან არ მიყვარს ჭამა".