"გადავწყვიტე, აქ გაფრთხილების გარეშე მოვსულიყავი, რომ კვების რაციონი შემემოწმებინა... ერთადერთი, კვების რაციონში შემცირდა შაქარი და მარილი" თბილისის მერი კახა კალაძე დღეს გაუფრთხილებლად მივიდა თბილისის 95-ე ბაგა-ბაღში, რათა ბავშვების კვების რაციონთან დაკავშირებით აგორებული ხმებისთვის გაეცა პასუხი.
"გადავწყვიტე, აქ გაფრთხილების გარეშე მოვსულიყავი, რომ კვების რაციონი შემემოწმებინა... ხედავთ, რომ აქ ნორმალური პირობებია. საკვები არის ბავშვებისთვის საკმარისი. ერთადერთი, შაქარი და მარილი შემცირდა, ისიც ბავშვების ჯანმრთელობოს სასარგებლოდ... თქვენი შვილები იკვებებიან მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებით..."