ამ საკითხმა მშობლებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ინფორმაცია გადავამოწმეთ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია ბაღებში არდადეგების ვადების შემცირებასთან დაკავშირებით, რომელის მიხედვითაც სააღმზრდელო წელი 1-ელი სექტემბერიდან 26 ივლისამდე, საახალწლო არდადეგები კი - 29 დეკემებრიდან 7 იანვრამდე გაგრძელდებოდა.
რასაკვირველია, ამ საკითხმა მშობლებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენ ინფორმაციის დასაზუსტებლად ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურს დავუკავშირდით. იქ განგვიცხადეს, რომ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება და სიმართლეს არ შეესაბამება.
- არდადეგების შესახებ ბრძანება გამოიცემა მუნიციპალიტეტების, ჩვენს შემთხვევაში კი - მერიის მიერ, ამ ეტაპზე კი ეს საკითხი ბაღების მართვის სააგენტოში არ განხილულა. ზემოაღნიშნული ინფორმაცია გორის მუნიცპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიხედვით არის გავრცელებული, რაც იმას ნიშნავს, რომ არდადეგების მოცემული ვადები მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში შემავალ საჯარო ბაღებს შეეხება.
ციცი ომანიძე