თბილისის სამმა საბავშვო ბაღმა მუშაობა შეწყვიტა
თბილისის სამმა საბავშვო ბაღმა მუშაობა შეწყვიტა
1 / 2
Next
თბილისის სამი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას წყვეტს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ეფუძნება, რომლის თანახმადაც, სამი ბაღის შენობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, სააღმზრდელო პროცესი დღეს დილიდან თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღებში შეწდა.

„აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ბაღების შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნით, არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.

თბილისის
საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ საბავშვო ბაღების მონიტორინგი დაიწყო და მოითხოვა ყველა შენობის კონსტრუქციული მდგრადობის საკითხი შეისწავლა, ბოლო 4 წლის მანძილზე აშენებული ბაღების გამოკლებით. ამ ეტაპზე, კვლევა ჩაუტარდა ყველა იმ შენობას, რომელთა მდგომარეობა, ერთი შეხედვით, იწვევდა ეჭვს მათი ავარიულობის თაობაზე. შენობები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა შეისწავლეს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
2300
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?