თბილისის ზღვის ტურბაზაზე, დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში მოხვდა
დღეს თბილისის ზღვის ტურბაზაზე, დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს, ბაღის 5 აღსაზრდელს პირღებინება აღენიშნებოდა. სამი მათგანი "პრივატ კლინიკაში" იმყოფება. ინტოქსიკაციის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბაგა-ბაღ "იმედის" აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"როგორც მთავარმა ექიმმა მითხრა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სტაციონარშიც არ არიან გადაყვანილი. საგანგაშო არაფერია. მიზეზებს კონკრეტული კვლევები გვანახებს", - აღნიშნა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, ექსპერტიზაზე გაიგზავნა "საეჭვო პროდუქტები, მათ შორის ბანანი".
ვირუსია თუ უბრალოდ, რაღაცამ "აწყინა"? - როგორ გავარჩიოთ ფაღარათის და გულის რევის მიზეზები