"ჭერიდან პურზე ნაწილაკები ცვიოდა" - ბაგა-ბაღების სურსათით მომმარაგებელი კომპანია უკვე სამჯერ დაჯარიმდა
"ჭერიდან პურზე ნაწილაკები ცვიოდა" - ბაგა-ბაღების სურსათით მომმარაგებელი კომპანია უკვე სამჯერ დაჯარიმდა
2018 წელს თბილისის ბაგა-ბაღების სურსათით მომმარაგებელი კომპანია შპს "ნილი" სამჯერ დაჯარიმდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ Allnews.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია „ნილი“ ორჯერ ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა, ხოლო ერთხელ კრიტიკული შეუსაბამობისთვის.


სააგენტოს ცნობით, შპს "ნილი" ერთხელ 400, მეორე შემთხვევაში 1 200, ხოლო მესამედ ჭერიდან და დაკიდული კონსტრუქციებიდან, რომლის ქვეშ პურის წარმოება და განთავსება მიმდინარეობს, ნაწილაკების ცვენის გამო 1 000 ლარით დაჯარიმდა.

რაც შეეხება 2017 წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული
ინფორმაციით, არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო დედაქალაქში ორი - თბილისის 64-ე და 128-ე ბაგა-ბაღები დაჯარიმდა. ორივე შემთხვევაში დარღვევები სურსათის რეალიზაციის წესის დარღვევას ეხებოდა, რომლის გამოც 64-ე ბაგა-ბაღს ჯარიმის სახით 200, ხოლო 128-ე ბაგა-ბაღს 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

წაიკითხეთ ასევე:


"ვხედავ, ჩემი გოგონა მარგარინიან პურს ჭამს, ბაღში კი მიპასუხეს, მარხვააო"

კახა კალაძის ჩართვა საბავშვო ბაღიდან - "მშობლებო, თქვენი შვილები ჯანსაღად იკვებებიან"
581
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```