როცა ჩემი გოგონა წლი-ნახევრის გახდა, ნათესავებისა და მეგობრებისგან დაიწყო გაუთავებელი შეკითხვები, თუ რატომ არ ვაფორმებთ მას საბავშვო ბაღში... როცა ჩემი გოგონა წლინახევრის გახდა, ნათესავებისა და მეგობრებისგან დაიწყო გაუთავებელი შეკითხვები თუ რატომ არ ვაფორმებთ მას საბავშვო ბაღში. ხოლო საბავშვო მოედანზე ყოველ მეორე მშობელს ეცოდებოდა “საბრალო გოგონა, რომელიც მოწყენილია მარტო. ბაღში კი ისეთი მხიარულებაა და ბევრი ბავშვები არიან"...
რამდენადაც ჩემთვის რთული წარმოსადგენი იყო წლინახევრის პატარების თაბრუდამხვევი მხიარულება, როგორც შემეძლო ამ შეტევებს ვუმკლავდებოდი, მაგრამ ოჯახში ვითარება ისე წარიმართა, რომ 2 წლის ასაკში ჩემი გოგონა სკოლამდელი დაწესებულების მორიგი მსხვერპლი გახდა.
რატომ მსხვერპლი? იმიტომ, რომ შესაძლებელი რომ იყოს დროის უკან დაბრუნება, მას აღარასოდეს მივიყვანდი ბაგაში. ჩვენ ადაპტაცია არ გაგვივლია, ჩვენ ნამდვილი ჯოჯოხეთი გავიარეთ. ისტერიკა, ყვირილი, ცრემლები და ცინგლები-სახლიდანვე იწყებოდა.
წინააღმდეგობა, გამოწვეული გაურკვევლობით, თუ რატომ ტოვებენ მას უცხო ადამიანებთან, იმდენად ძლიერი იყო, რომ ორივენი ერთად მოვთქვამდით. ის ოთახში, სადაც ასევე ათობით ატირებულ ბავშვთან ერთად უნდა ემხიარულა წესით, მე კი ალაყაფთან, რომელზეც მომღიმარი მზე იყო დახატული ლამაზი წარწერის ქვეშ: "საბავშვო ბაღი “მზე"-სიკეთის ბაღი, აქ ბავშვების ოცნებები ყოველთვის ხდებიან"
”რატომ მიგყავთ ასეთი წერტილები ბაღში? თან მაშინ, როცა სახლში ხართ და არც სწავლობთ და არც მუშაობთ...”
აღმზრდელები მანუგეშებდნენ, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია, რომ მივეჩვევით, საჭიროა მხოლოდ მოცდა. ჩვენც ველოდით, მაგრამ მიჩვევა არ მომხდარა. არც ჩვენს და არც სხვა ბევრი ბავშვის შემთხვევაში.
თუ დაუსრულებელი ტირილის წრეს გამოვტოვებთ და საბავშვო ბაღისადმი ფსიქოლოგიურ ადაპტაციაზე შევჩერდებით, ჩემი გოგონა მას არასდროს არ მისჩვევია. ის უბრალოდ ბედს შეურიგდა.
შეურიგდა და დადიოდა ბაღში, როგორც პატიმარი კატორღაში.ზოგჯერ ჩუმად, ზოგჯერ ყვირილით, მაგრამ დადიოდა.მას არ ჭირდებოდა სხვა ბავშვები, თამაშები, ცეკვები, ინგლისური და დომანის ბარათები. პატარა ადამიანი 2 წლის ასაკში შეურიგდა იმას, რომ ეს მის მშობლებს ჭირდებოდათ და სხვა გზა არ იყო. განაგრძეთ კითხვა