"ვის გაუჩნდა ეს უბადრუკი იდეა... სადაა განათლების სამინისტრო?!" "სამხედრო წრთვნა და ფიცის მიღება. სოფ კაჭრეთის საბავშვო ბაგა ბაღი. "კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი..." - ამ სათაურით გავრცელდა ეს ვიდეო ერთ-ერთ ფეიჯზე სოციალურ ქსელში და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ვიდეოს უამრავი ლაიქი და გაზიარება აქვს. არის ასევე ძალიან ბევრი კომენტარი. უმრავლესობა იწონებს ამ ღონისძიებას, ბევრს კი მიაჩნია, რომ არ არის სწორი ბავშვების მსგავს აქტივობაში ჩართვა. გთავაზობთ რამდენიმე განსხვავებულ კომენტარს:
"ვის გაუჩნდა ეს უბადრუკი იდეა,ბავშვებს რა ესაქმებათ სამხედრო ფორმასთან, მათ სამოქალაქო ქცევის წესები, კანონები, სხვისი და თავიანთი უფლებები და მათი დაცვა და პატივისცემა უნდა ვასწავლოთ, სამხედრო საქმე კი მოზრდილების საქმეა! სადაა განათლების სამინისტრო?!"
"ქვეყანაში სადაც 20% ოკუპირებილია და კიდევ მეტი დაკარგული, ზუსტად რომ აქედანვე უნდა ჩაიდონ ბავშვებმა სამშობლოს სიყვარული გულში“.
"სიყვარული ასეთ პატარებში სხვა გზებით ღვივდება, მიეცით ბავშვებს პირველ რიგში განათლება!!!"
"ამაში ცუდი არსფერია ჩვენს მეფეებს პატარაობიდანვე ასწავლიდნრნ ხელში ხმლის დაკავებას... იმიტომაც მოვედით აქამდე... მტრები უხვად გვყავს!!!!"
"სხვისი სიძულვილით ბავშვის ცნობიერების მოწამლას აღზრდის რომელ მეთოდად მიიჩნევთ?! სამშობლოს სიყვარული იწყება იქ, როცა ბავშვს სათნოებას, დაჩაგრულის დაცვას, თავისა და სხვისი უფლებების პატივისცემას, ბუნებისა და ადამიანების სიყვარულს ვასწავლით..."
"35 წელი სკოლაში გავატარე, ისტორიას ვასწავლიდი! სამშობლოს სიყვარული მისი დაცვის, მისი შენარჩუნების სწავლებით იწყება. " საქართველო ქართველებისაა" პირველ რიგში. ჩვენ არასოდეს ვიპყრობდით, მაგრამ მტრებს ვამარცხებდით. საქართველო რაინდების და მხედართმთავრების ქვეყანაა. და ეს ბავშვობიდან უნდა აღიზარდოს!"
"ასეთი სულისკვეთებით რომ აღვზრდით ბავშვებს, თავისთავად აღარ იქნება ნარკომანია ქვეყანაში. მადლობა იდეის ავტორს და ამ პატარებს მალადეც".
"იდიოტ რუსებს ნუ მიბაძავთ. უსაზიზღრესი საყურებელია ბავშვები სამხედრო ფორმაში. ამ ასაკში სხვა რამე უნდა ასწავლო ბავშვს და არა სისასტიკე და აგრესია, თუნდაც მტრის მიმართ. მოვა დრო და მოზრდილ ვაჟკაცებს მოუხდებათ ფორმაც და სამშობლოს და ოჯახის დაცვის სწავლაც. ბავშვებს კი უნდა სიყვარული და ემპატია ადამიანის და ცხოველის მიმართ ასწავლო და შთაუნერგო".
თქვენ რას ფიქრობთ?