როდის დაიწყება თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია?
როდის დაიწყება თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია?
თბილისის საჯარო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია  ორ ეტაპად განხორციელდება. ბავშვების დარეგისტრირებას მშობლები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდის - kids.org.ge-ს - საშუალებით შეძლებენ.

პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ასევე იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილები იმავე დაწესებულების მომსახურებით სარგებლობენ, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.
ყველალა დანარჩენ ბავშვს მეორე ეტაპის რეგისტრაცია ეხება.

რაც შეეხება, იმას, თუ როდის დაიწყება 2018-2019 წლისთვის აღსააზრდელთა რეგისტრაცია,  ამ ეტაპზე თბილისის
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში კონკრეტულ თარიღს  ვერ ასახელებენ. 

შეგახსენებთ, რომ  წინა წელს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს 13 საათზე დაიწყო. 

რუსკა კილასონია
1250
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?