"ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ბაღებში ბავშვების ნაცნობობით დარეგისტრირება" - კახა კალაძე ბაღების სააგენტოს აფრთხილებს
"ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ბაღებში ბავშვების ნაცნობობით დარეგისტრირება" - კახა კალაძე ბაღების სააგენტოს აფრთხილებს

ძა­ლი­ან ცუდი ხმე­ბი მომ­დის ბა­ღებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მინ­და თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვაფრ­თხი­ლო ყვე­ლა, რომ არა­ვინ გა­ბე­დოს რა­ი­მე პრო­ტექ­ცი­ო­ნიზ­მი იმის­თვის, რომ ბავ­შვე­ბის რე­გის­ტრა­ცია ნაც­ნო­ბო­ბით მოხ­დეს, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ბა­ღებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­საც მი­მარ­თა.

"ძა­ლი­ან ცუდი ხმე­ბი მომ­დის ბა­ღებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მინ­და თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვაფრ­თხი­ლო ყვე­ლა, რომ არა­ვინ გა­ბე­დოს რა­ი­მე პრო­ტექ­ცი­ო­ნიზ­მი იმის­თვის, რომ ბავ­შვე­ბის რე­გის­ტრა­ცია მოხ­დეს ვი­ღა­ცის
დახ­მა­რე­ბით, ნაც­ნო­ბო­ბით. ეს ჩემ­თვის კა­რე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელს მინ­და პირ­და­პირ ვუ­თხრა: არა­ვინ გა­ბე­დოს არც სა­ა­გენ­ტო­ში და არც მე­რი­ა­ში ვინ­მეს პრო­ტექ­ცი­ო­ნიზ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ჩვენ ამ ჭა­ო­ბი­დან უნდა გა­მო­ვი­დეთ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ. ამი­სათ­ვის არ­სე­ბობს ელექტრო­ნუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რა თქმა უნდა, ყვე­ლას დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ვერ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ჩვენს თავ­თან უნდა ვი­ყოთ მარ­თა­ლი. არა­ვის უნდა მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ვი­ღა­ცას მე­რი­ა­ში ჰყავ­დეს ნაც­ნო­ბი, ვი­ღა­ცას საკ­რე­ბუ­ლო­ში და მათი დახ­მა­რე­ბით მოხ­დეს ბავ­შვე­ბის და­რე­გის­ტრი­რე­ბა,"- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ხალ­ხს მისი იმე­დი აქვს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას არ უღა­ლა­ტებს. რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის­თვის ერ­თნა­ი­რად იბ­რძო­ლებს.

"არ­სე­ბობს რა­ღაც პრინ­ცი­პე­ბი. მე ამ პრინ­ცი­პე­ბით მოვ­დი­ვარ და ნამ­დვი­ლად ვერ ვუ­ღა­ლა­ტებ იმას, რა
ცხოვ­რე­ბი­თაც ვცხოვ­რობ. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ვის მივ­ცემ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ჩაგ­რონ, ვი­საც მი­ნის­ტრი ან სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ნაც­ნო­ბი არ ჰყავს. ყვე­ლა ბავ­შვი -ჩემი თუ სხვი­სი - არის ერთი და იგი­ვე და მათი უფ­ლე­ბე­ბის­თვის ვიბ­რძო­ლებ ბო­ლომ­დე. ადა­მი­ნებს ჩემი იმე­დი აქვთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩემ­და­მი ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი. ამი­ტომ არა­ვინ გა­ბე­დოს რა­ი­მე ნა­ბი­ჯის არას­წო­რად გა­დად­გმა,"- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღებ­ში ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცია ხვალ და­ი­წყე­ბა.
3319
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
..
0
თუ ბაღში მიყვანაზეც ნაცნობი დაგჭირდა მართლა რომ ჭაობში ყოფილა ქვეყანა.. ხელფასები კი უნდა მოუმატოთ ძიძებს და პედაგოგებს!
17:47 / 19-09-2018
ელი
0
კარგი იქნება თუ ბაღებს დაამატებთ. რეგისტრაცია დაიწყო თუ არა უკვე მიწერდა ადგილი აღარააო.
15:24 / 06-09-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?