საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ხელახალი რეგისტრაცია დაიწყო
საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ხელახალი რეგისტრაცია დაიწყო
მათთვის ვინც, საბავშვო ბაღში ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოასწრო, სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს. კიდევ ერთხელ გეძლევათ შანსი, 2018-2019 სააღმზრდელო წლისთვის, აღსაზრდელი სასურველ ბაღში დაარეგისტრიროთ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა და დამატებითი რეგისტრაციის მიზნით საბავშვო ბაღებში განცხადებების მიღებას 2018 წლის 20 აგვისტოდან დაიწყებს, რაც 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

რეგისტრაციის მსრუველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ ბაგა-ბაღს და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• ბავშვის დაბადების მოწმობა;
• რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა,
რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება;
• სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის;
• ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ;
• თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.
მსურველეთა განცხადებები გადაეგზავნება ბაღების მართვის სააგენტოს და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბავშვი შესაბამის ბაგა-ბაღში ჩაირიცხება .
გთავაზობთ კრიტერიუმებს, რის მიხევიდთაც მოხდება აღსაზრდელთა რესგიტრაცია:
• განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები;
• დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა);
• ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები;
• სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს);
• იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი;
• სხვა დანარჩენი განცხადებები.

ციცი ომანიძე

3753
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?