კიდევ ერთი შანსი მათთვის, ვინც ვერ მოასწრო ბავშვის ბაღში დარეგისტრირება მათთვის ვინც, საბავშვო ბაღში ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოასწრო, სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს. კიდევ ერთხელ გეძლევათ შანსი, 2018-2019 სააღმზრდელო წლისთვის, აღსაზრდელი სასურველ ბაღში დაარეგისტრიროთ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა და დამატებითი რეგისტრაციის მიზნით საბავშვო ბაღებში განცხადებების მიღებას 2018 წლის 20 აგვისტოდან დაიწყებს, რაც 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.
რეგისტრაციის მსრუველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ ბაგა-ბაღს და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• ბავშვის დაბადების მოწმობა;
• რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა, რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება;
• სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის;
• ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ;
• თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.
მსურველეთა განცხადებები გადაეგზავნება ბაღების მართვის სააგენტოს და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბავშვი შესაბამის ბაგა-ბაღში ჩაირიცხება .
გთავაზობთ კრიტერიუმებს, რის მიხევიდთაც მოხდება აღსაზრდელთა რესგიტრაცია:
• განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები;
• დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა);
• ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები;
• სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს);
• იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი;
• სხვა დანარჩენი განცხადებები.
ციცი ომანიძე