დააცადეთ ბავშვებს გაზრდა, არ გეცოდებათ?
უნდა დადიოდეს თუ არა ბავშვი ბაღში და რომელი ასაკიდან - ეს თემა ყოველთვის ცხარე დისკუსიის მიზეზი ხდება მშობლებს შორის. განსაკუთრებით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს ბაგას - მშობლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ თუ დედა არც მუშაობს და არც სწავლობს, 3 წლამდე ასაკში ბავშვის ბაგაში მიყვანა არასწორია.
ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას ”რატომ მიგყავთ ასეთი წერტილები ბაღში? თან მაშინ, როცა სახლში ხართ და არც სწავლობთ და არც მუშაობთ...” - დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ მოსაზრებებს, რომლებიც ჩვენმა მკითხველებმა ამ თემასთან დაკავშირებით გამოთქვეს.
"ორი წელია, რაიონში ვმუშაობ აღმზრდელის თანაშემწედ. ბაგიდან დავიწყე, ბავშვების საცოდაობით დაიწვებით, ტირიან, არ თამაშობენ, არ გიკარებენ, რომ მოეფერო, არ საუზმობენ, არც სადილობენ, როცა 2-3 წლიანებში გადადიან, ანალოგიურად იქცევიან,არ კონტაქტობენ, ისე მეცოდებიან, რომ უკვე სამსახურიდან წამოსვლაზე ვფიქრობ. გასკდება გული, ანგელოზებივით არიან ბავშვები და დედები კი დაქალიდან დაქალთან გადადიან საჭორაოდ. მოდიან 18:00 საათზე, ადრეც არ გაყავთ, ორი შვილი გავზარდე ბაღში, ორივე 3 წლის შევიყვანე და არანაირი პრობლემა არ ქონიათ შეგუებასთან. დააცადეთ ბავშვებს გაზრდა, არ გეცოდებათ? მათ დედები უნდათ, სითბო და სიყვარული უნდათ, ნუთუ შაბათი და კვირა გყოფნით შვილის სიყვარულისთვის? " "ბაგაში ბავშვის მიყვანა საზიანო რომ იყოს, არც იარსებებდა ეს ასაკობრივი ჯგუფი. ბავშვი ურთიერთობას ბაგიდან ეჩვევა. მე ასე მივიყვანე ორივე შვილი.თავიდან 12 მდე ვტოვებდი მხოლოდ, მერე სადილამდე. ბავშვი სიხარულით მიდიოდა, ბევრი რამეც ისწავლა..და თუ ტირიან ბავშვები მთელი დღე, ერთი თვის მერეც, ეს უკვე მასწავლებლის ბრალია. არაპროფესიონალია." "ბაღი ბავშვის განვუთარებაში მაშინ თამაშობს დიდ როლს, როცა ქაოსში და 45 ბავშვში არ არის. ასეთ დროს რომელ ერთს უნდა ასწავლონ ძალიან მაინტერესებს.. პლუს ერთ ჯგუფში სხვადასხვა დონის ბავშვები არიან, ზოგი ლამის 1 წლით პატარაა თავისივე ჯგუფელზე და საკმაოდ დიდი გონებრივი სხვაობებია" "ჩემი აზრით, 3 წლამდე ბავშვის ბაღში მიყვანა არც უნდა იყოს დაშვებული. 3წლამდე ბავშვისთვის დედასთან ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია და ამ უმთავრესის მოშორებით ბავშვის ფსიქიკას ვანადგურებთ. რომელ განვითარებაზე მელაპარაკებით...." "42 ბავშვია ჩვენთან და 2 ადამიანი მართლა არ ყოფნის. არ უნდა ხდებოდეს ასეთ დროს კადრების და ხელფასების დაზოგვა." "ბავშვის განვითარებში უდიდეს როლს თამაშობს ბაღი. მერე რა, რომ ტირის, უნდა ისწავლოს სირთულეების დაძლევა და ისიც, რომ ხანდახან დედის გარეშეც მოუწევს ყოფნა და ნუ აყვედრიან რა ამ გადაღლილ ქალებს ბავშვის ბაღში მიყვანა რომ უხარიათ". "ბავშვთა ცნობილმა ნევროპათოლგმა მითხრა და აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ 1 წლიდან ბავშვი სახლში დანაშაულიო. ფეხს რომ აიდგამს უკვე სახლში აღარც უნდა გააჩერო. ბევრად მეტს სწავლობს ამ პერიოდში ბაღში ვიდრე სახლში გადაღლილ დედასთან ან ბებიასთან, მითუმეტეს ძიძასთან."