"60 ბავშვი ერთ ჯგუფში... ერთ მასწავლებელთან და ერთ ძიძასთან ერთად!" - როგორ დაიწყო სასწავლო წელი - მშობლები

"60 ბავშვი ერთ ჯგუფში... ერთ მასწავლებელთან და ერთ ძიძასთან ერთად!" - როგორ დაიწყო სასწავლო წელი

2018-09-18 07:36:41+04:00

"წარმოგიდგენიათ, რამხელა იქნება ავადობის მაჩვენებელი?" საბავშვო ბაღებში, როგორც ჩანს, წელსაც ისევე მტკივნეულად დგას გადატვირთული ჯგუფების პრობლემა, როგორც გასულ წლებში.

ერთ-ერთი მშობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის ჯგუფში 60 ბავშვია.

"60 ბავშვი ერთ ჯგუფში‼️ ერთ მასწავლებელთან და ერთ ძიძასთან ერთად❗ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოვ, ქანცგაწყვეტილი მასწავლებელი, ხმაურისგან დაოსებული ბავშვები – ასე დაიწყო სასწავლო წელი და არა ისე, როგორც თქვენს დავარცხნილ ფბ პოსტებშია!წარმოგიდგენიათ, რამხელა იქნება ავადობის მაჩვენებელი?! რამხელაა ინფექციების, ვირუსების გავრცელების საშიშროება? რა განათლბაზე ან პასუხისმგებლობაზეა საუბარი, საათში რომ გადაანაწილო, 1 წუთი უწევს ერთ ბავშვს მასწავლებლის ყურადღება! 113 -ე ბაგა - ბაღის დირექციის პოზიციაც მაიტერესებს, რატომ ხართ ასეთი უსიტყვო შემსრულებლები? როცა იცი, რომ არ გაქვს რესურსი, არ გაქვს სივრცე, არ გყავს მასწავლებელი, როგორ იღებ ამდენ ბავშვს? ეს დარღვევაც აღარ არის, კრიმინალია? - წერს მშობელი, რომელსაც სხვა მშობლებიც ეთანხმებიან.

"ტუალეტში როგორ შეჰყავთ? ხელებს როგორ ბანენ? მარტო ოთახში შეყრა და კარის გამოხურვაა საკმარისი"

"მაგ სფეროს არასდროს არ ეშველება, არასდროს" - წერენ სხვა მშობლებიც.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, საქმის კურსში არიან და მალე ოფიციალურ კომენტარს გააკეთებენ მშობლების შენიშვნებთან დაკავშირებით.

alt"ამ ბაღის არც ერთ ჯგუფში არ იცხება 60 ბავშვი" - თბილისის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელის კომენტარი მშობლის პოსტზე