"წარმოგიდგენიათ, რამხელა იქნება ავადობის მაჩვენებელი?" საბავშვო ბაღებში, როგორც ჩანს, წელსაც ისევე მტკივნეულად დგას გადატვირთული ჯგუფების პრობლემა, როგორც გასულ წლებში.
ერთ-ერთი მშობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის ჯგუფში 60 ბავშვია.
"60 ბავშვი ერთ ჯგუფში‼️ ერთ მასწავლებელთან და ერთ ძიძასთან ერთად❗ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოვ, ქანცგაწყვეტილი მასწავლებელი, ხმაურისგან დაოსებული ბავშვები – ასე დაიწყო სასწავლო წელი და არა ისე, როგორც თქვენს დავარცხნილ ფბ პოსტებშია!წარმოგიდგენიათ, რამხელა იქნება ავადობის მაჩვენებელი?! რამხელაა ინფექციების, ვირუსების გავრცელების საშიშროება? რა განათლბაზე ან პასუხისმგებლობაზეა საუბარი, საათში რომ გადაანაწილო, 1 წუთი უწევს ერთ ბავშვს მასწავლებლის ყურადღება! 113 -ე ბაგა - ბაღის დირექციის პოზიციაც მაიტერესებს, რატომ ხართ ასეთი უსიტყვო შემსრულებლები? როცა იცი, რომ არ გაქვს რესურსი, არ გაქვს სივრცე, არ გყავს მასწავლებელი, როგორ იღებ ამდენ ბავშვს? ეს დარღვევაც აღარ არის, კრიმინალია? - წერს მშობელი, რომელსაც სხვა მშობლებიც ეთანხმებიან.
"ტუალეტში როგორ შეჰყავთ? ხელებს როგორ ბანენ? მარტო ოთახში შეყრა და კარის გამოხურვაა საკმარისი"
"მაგ სფეროს არასდროს არ ეშველება, არასდროს" - წერენ სხვა მშობლებიც.
როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, საქმის კურსში არიან და მალე ოფიციალურ კომენტარს გააკეთებენ მშობლების შენიშვნებთან დაკავშირებით.