"მოვუწოდებ ყველა ბაღის თანამშრომელს - არ განხორციელდეს თანხის აკრეფა ბაღებში!"
"მოვუწოდებ ყველა ბაღის თანამშრომელს - არ განხორციელდეს თანხის აკრეფა ბაღებში!"
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბაღებში სადღესასწაულო სამზადისი დაიწყო. ბავშვები კარნავალისთვის, ნაძვის ხის ზეიმისთვის აქტიურად ემზადებიან და თოვლის ბაბუისგან საჩუქრებსაც ელოდებიან. საახალწლოდ ბაღების თითოეული აღსაზრდელი თბილისის მერიისგან სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს, ამის შესახებ Mshoblebi.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე ესაუბრა.

- როგორ ემზადებით ახალი წლისთვის და რა სიურპრიზს უმზადებთ აღსაზრდელებს?

- მინდა გითხრათ, რომ თბილისის ყველა ბაღში გაიმართება საახალწლო ღონისძიებები, სადაც ჩვენი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და მაქსიმალური. კერძოდ, საახალწლო ნობათების ტენდერი

დასრულდა და ყველა ბავშვს, ყველა აღსაზრდელს გადაეცემა საახალწლო ნობათი, ტკბილეული, არაგენმოდიფიცირებული პროდუქტი. ასევე ბაღებს ჩვენ ვუფინანსებთ თოვლის ბაბუის გამოძახების სერვისს. თითოეულ ბაღს საშუალოდ 1000 ლარის დაფინანსება ეძლევა. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველა ბაღის თანამშრომელს და კატეგორიულად მივმართავ მათ, რომ არ განხორციელდეს თანხის აკრეფა ბაღებში. ასევე მოვუწოდებ მშობლებს, მაქსიმალურად იყვნენ ჩვენთან კონტაქტზე, რათა აღვკვეთოთ მსგავსი ფაქტები. ეს არის მანკიერი პრაქტიკა და უკანონო შემოსავალი.

- თუ მსგავსი შემთხევა დაფიქსირდა, რა ზომებს მიიღებს სააგენტო?

- აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას. როგორც აღვნიშნე, ეს არის უკანონო შემოსავალი და დაუყოვნებლივ ვაცნობებთ სამართალდამცავ ორგანოებს.

- როდის დაიწყება თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები?

- თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 28 დეკემბერს დაიწყება და 13 იანვარს დასრულდება, 14 იანვარი

უკვე სასწავლო დღეა.

მერი ბლიაძე

44717
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (38)
Meri
0
Yvelaze magari bagi 112,arachveulebrivi maswavleblebi da umagresi direqtori
00:51 / 05-09-2019
მაგდა
0
ჩემი პატარა ქალაქ თბილისის N79ბაღში დადის.ბედნიერი ვარ რომ ჩემ შვილს კარგი პედაგოგები ჰყავს. მთელი დღის მანძილზე პატარები მშვიდად და კომფორტულად გრძნობენ თავს. მადლობა ,,ჯგუფი ვარსკვლავების,, პედაგოგებს და აღმზრდელ
16:59 / 14-03-2019
ლილე
0
დანაშაული მასწავლებლის სასაჩუქრე თანხაა. რომ არაიკრიფოს თანხა და საჩუქრად ,ახალ წელს , 3მარტს და ა.შყოველ დღესასწაულზე ,პრეტენზიები აქვთ და ზოგიერთ მასწავლებელს ყოფნის თავხედობა და პირდაპირ გეუბნება საჩუქარი რატომ არაჩუქე. ეს გაფრთხილება ბაღის კარეფშიცაა მიკრული მაგრამ რაღაცნაირად არავინ აქცევს ყურადღებას.
16:43 / 22-02-2019
shorena
0
იმდენჯერ აიკრიფა ფული უკვე დავიგალე იქნებ რაიონის ბაგებს მიხედოტ
15:33 / 22-12-2018
პოლინა
0
თუ ზეიმზე თოვლის ბაბუა მოდის საჩურქებით, რომელი ნორმალური მშობელი ააგროვებს ფულს ამისთვის!! თუ ზეიმზე ბავშვს უნდა ეცვას ლამაზად და ამისათვის უკვეთავენ მკერავს ფორმების შეკერვას, ან ქირაობენ ფორმებს და ამის გამო ხდება თანხების აგროვება-აქ რა დანაშაულს აქვს ადგილი!!?? თუ ესეც არ მოსწონს და თვლიან რატომღაც კანონ დარღვევად(სად წერია დაგვანახონ) მაშინ ქონდეს თითოეულ ბაღს საკონცერტო ფორმები და ზეიმებზე არიგონ!მშობლების სურვილით ზეიმზე მოგვყავს ვიდეო ოპერატორი და რადგან უღებს ზეიმს -ვაგროვებთ თანხებს და ვუხდით მას, ეს რა დანაშაულია?!
09:22 / 19-12-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```