თანამედროვე მშობლები ბავშვის განვითარებაზე ფიქრს თითქმის პამპერსის ასაკიდან იწყებენ, თუმცა ეს სწორი მიდგომა არ ყოფილა. ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგი და ნეირობიოლოგი ტატიანა ჩერნიგოვსკაია თვლის, რომ ბიჭსა და გოგონას აბსოლუტურად სხვადასხვანაირად სჭირდებათ განვითარება და აღზრდა. საინტერესოა მისი მოსაზრებები, რომელიც სწავლის პროცესს ბევრად მარტივს და სახალისოს გახდის როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის.
არ ღირს ბავშვის სწავლა-განათლების პროცესის ძალიან ადრეულ ასაკში დაწყება
ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწვალის პროცესის შესაბამისი დროის გათვალისწინებით დაწყება. ზოგჯერ მშობლები სიამაყით მეუბნებიან, ჩემს შვილს ამას და ამას ორი წლიდან ვასწავლიო და მე ვპასუხობ, ჰოდა, ძალიანაც შემცდარხართ-მეთქი. საქმე ის არის, რომ 2 წლის ბავშვის ტვინი საერთოდ არ არის მზად სწავლა-განათლებისთვის. 2 წლის ბავშვს თუ გაწვრთნით, ის დაწერს და წაიკითხავს კიდეც, მაგრამ ჩვენ სულ სხვა ამოცანა გვაქვს შესასრულებელი.
სკოლამდელ ბავშვს სწავლა კი არა, თამაშით განვითარება და შემეცნება სჭირდება. მისი ასაკის შესაბამისი თამაშებით, ზღაპრებით და ა.შ.
არსებობს სასკოლო ასაკი, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის ტვინის მზაობას სწავლის პროცესისადმი. ერთი ბავშვი 7 წლის არის, მეორეც, ერთი მზად არის სკოლაში წასასვლელად და სწავლის დასწყებად, მეორეს კი ნახევარი წელი კიდევ სჭირდება საამისოდ, ის ჯერ სათმაშოებით უნდა თამაშობდეს. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები საერთოდ არ ითვალისწინებენ ამ ფაქტორს და შედეგად ვიღებთ იმას, რომ შესაძლოა მე-7 კლასის მოსწავლესაც კი უჭირდეს კითხვა, რაც შეეხება სწავლას, ის შესაძლოა იზეპირებდეს ტექსტს, თუმცა აზრის გამოტანას ვერ ახერხებდეს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მისი ტვინი სათანადოდ არ მუშაობს.
უსმინეთ მუსიკას და მოასმენინეთ ბავშვებს
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მუსიკის მოსმენა ძალიან დადებითად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე, უფრო სწორად კი მუსიკა განაპირობებს ბავშვის განვითარების სტრუქტურასა და ხარისხს. ყურს ესმის, ხოლო ტვინი აღიქვამს. როდესაც ბავშვი უსმენს მუსიკას, მისი ყური ეჩვევა სხვადასხვა დეტალის გარჩევას, იქნება ეს ინტერვალი თუ პაუზა. ეს პროცესი კი თავისთავად ხელს უწყობს ნეირონების ფუნქციონირებას და ფორმირებას. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლასიკური მუსიკა.
არ გააზარმაცოთ ტვინი
დედამიწაზე ყველა ადამიანი გენიალური როდია, თუ ადამიანს გენი არ უწყობს ხელს, ამ შემთხვევაში მას ვერავინ და ვერაფერი უშველის. შესაძლოა ადამიანს მემკვიდრეობით საოცარი როიალი ერგოს, მაგრამ მასზე დაკვრას სწავლა სჭირდება. ასეა ბავშვის შემთხვევაში, ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს ტვინი, თუმცა თუ მას არ განავითარებს, არ ავარჯიშებს, მარტო ტვინი ვერაფერს იზამს.
ბიჭებსა და გოგონებს სხვადასხვანირი აღზრდა სჭირდებათ
ბიჭებს უნდა ესაუბროთ მოკლედ და ლაკონურად. მაქსიმალური ეფექტისთვის ისინი მუდამ აქტიურები უნდა იყვნენ. მიეცით საშუალება ბოლომდე დახარჯოს ენერგია, რომლიც მას უხვად აქვს. დაუსახეთ რეალური ამოცანები. ხშირად შეაქეთ.
გოგონებს კი კოლექტიური მუშაობა უფრო იზიდავთ. მათ კომუნიკაცია სჭირდებათ. გოგონებს არ უყვართ ხმამაღალი საუბარი.
დაასვენეთ ბავშვები
ითვლება, რომ თუ სწავლის პროცესში ბავშვს რამე დაავიწყდა ან საერთოდ დაეძინა, ეს ძალიან ცუდია, თუმცა ამ დროს ადამიანის ტვინი ისვენებს, ძალებს იკრებს და ეს კარგიც არის. იმისათვის, რომ ინფორმაცია გადაეცეს ტვინს, საჭიროა დრო და გარკვეული ქიმიური პროცესები. საამისოდ ყველზე კარგი ძილია.
მუდმივი დაძაბულობის შეგრძნება ხელს უშლის სწავლის პროცესს. არ შეგეშინდეთ შეცდომების, გახსოვდეთ, სწავლის პროცესი მხოლოდ საწერ მაგიდასთან როდი მიმდინარეობს, მიღებულ ინფორმაციას ტვინი მუდმივად ამუშავებს და ალაგებს.
ადრეული განვითარების 5 საფრთხე, ანუ რატომ არის სკოლამდელ ასაკში თამაში სწავლაზე მნიშვნელოვანი