თუ ბავშვი ბაღში არ დადის - რა უნდა ასწავლოთ სახლში
თუ ბავშვი ბაღში არ დადის - რა უნდა ასწავლოთ სახლში
ძალიან ბევრი ფსიქოლოგი და პედაგოგი დაგიდასტურებთ, რომ სკოლამდელი განათლების კვალი ბავშვს სკოლის საბაზო საფეხურამდეც კი მიჰყვება. არ არის აუცილებელი, ბავშვი მაინც და მაინც ბაღში დადიოდეს - სკოლამდელი განვითარება სახლშიც სავსებით შესაძლებელია. რა თქმა უნდა, განვითარება მეცადინეობას არ გულისხმობს - სკოლამდელი ბავშვი პირველ რიგში, ბევრს უნდა თამაშობდეს და სწორედ ამ თამაშით ივითარებდეს საჭირო უნარებს.
ამისთვის საჭიროა მოუმარაგოთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც გართობის გარდა სარგებელსაც მოუტანენ პატარას. რა თქმა უნდა, სკოლამდელი ბავშვის მხოლოდ
მარტოობაში თამაში არ არის სასურველი. ის ცოცხალ კომუნიკაციაში უნდა იმყოფებოდეს ახლობლებთან და თანატოლებთან. ეს აუცილებელია ბავშვის დროულად ამეტყველებისთვის, რადგან ეკრანიდან მოსმენილი საუბარი ამ მიზანს ვერ შეასრულებს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ინტელექტუალურ გასართობს, რომლებიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
ისინი სასწავლო და შემოქმედებით უნარებს, მეტყველებას, აზროვნებასა და მსჯელობის უნარის განვითარებას უწყობს ხელს.

ლექსები

ლექსები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მეტყველების, აზროვნებისა და წარმოსახვითი უნარის გაძლიერებისთვის. ლექსები ბავშვებს ფანტაზიას უვითარებენ, მათი ზეპირად წარმოთქმა კი თავდაჯერებულობას მატებს პატარებს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბავშვის ემოციურ მდგომარეობასა და მეხსიერებას შორის მჭიდრო კავშირია. ამიტომ ბავშვის გონებას დიდ სამსახურს გაუწევთ, თუ ახალ-ახალ ლექსებს შეასწავლით და ამით მეხსიერებასაც გაუვარჯიშებთ.
გარდა ამისა, ლექსების თქმა ბავშვს თავის წარმოჩენასაც ასწავლის - ამ
უნარის გარეშე ხომ ჩვენს საუკუნეში წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

გასაფერადებელი

აქტიური დღის შემდეგ მოდუნება აუცილებელია. გასაფერადებელი კი ყველაზე მოუსვენარ ბავშვსაც კი "აიძულებს", მშვიდად დაჯდეს და ფანტაზია აამუშაოს.
გასაფერადებლით არა მარტო ფერთა გამის შერჩევას სწავლობს, იმახსოვრებს ფორმებს, პერსონაჟების ხასიათს. შემდეგ ცდილობს გააცოცხლოს ეს პერსონაჟი თავისი შერჩეული და მოფიქრებული ფერებით. ბავშვები, რომლებიც ხშირად არიან დაკავებული "მოფიქრებებით", სხარტი გონებით გამოირჩევიან და ნერვული დარღვევებისგანაც დაცულნი არიან. უვარჯიშდებათ კონცენტრაციის და ყურადღების უნარიც.
mshoblebi

სასწავლო ბარათები

ეს საკმაოდ ცნობილი გასართობია - ბარათებზე დატანილია ლამაზ-ლამაზი ნახატები და ბავშვმა ყველა ნახატს თავისი მეორე ნახევარი უნდა უპოვოს.
ეს ძიება ძალიან ახალისებს პატარას და რაც მთავარია, მის ტვინს ლოგიკური კავშირების ძებნისკენ უბიძგებს. ასეთი ბარათები სხვადასხვა თემატიკისაა - ანბანი, ციფრები, ფერები, ფიგურები, მეხსიერების სავარჯიშოები და სხვა. ახლახან საბავშვო ჟურნალმა "პეპელამ" დაიწყო ასეთი ბარათების გამოქვეყნება. ფერადი ბარათები უნდა ამოჭრათ და ბავშვებს მისი მეორე ნახევრის მოძებნა უნდა სთხოვოთ. ბარათზე ამ ნახატის საწყისი ასოც არის დატანილი, რითაც ბავშვი ასოების ვიზუალურ აღქმასაც მიეჩვევა და მოგვიანებით მათ ცნობას ადვილად მოახერხებს. ეს ჟურნალი, რომელიც ამგვარ ბარათებს გვთავაზობს, 2-5 წლის პატარებისთვისაა განკუთვნილი. ლექსების, ზღაპრების, გასაფერადებლების, ამოსაჭრელის და ასაწყობი თამაშების გარდა, ჟურნალის ყოველ ნომერში ბავშვებს ახალი სასწავლო-განმავითარებელი ბარათების კოლექცია დახვდებათ.
mshoblebi

ხელმარჯვეობა

ყველა ასაკის ბავშვს მოსწონს, როცა აქტიურად იღებს პროცესში მონაწილეობას და საკუთარი ხელით ქმნის რამეს. ყველაზე მარტივი სკოლამდელი ბავშვისთვის პლასტილინის გამოყენებაა - შეუძლია სხვადასხვა ფერის ბურთულები ან ჩხირები. შეიძლება გამოჭრათ რაიმე სახის ფიგურები და აპლიკაცია ერთად ააწყოთ.
mshoblebi

როლური თამაშები

ეს თამაშები პატარამ ან თანატოლთან, ან უფროსთან ერთად უნდა ითამაშოს. ეს ყველასთვის ცნობილი დედა-შვილობანა, ექიმობანა, სკოლობანა და მსგავსი თამაშებია, რომლებიც ბავშვობიდან ყველას გვახსოვს. მოირგოს პატარამ რომელიმე როლი, მაგალითად, ექიმის, თქვენ კი პაციენტი იქნებით, ვისთანაც შესაბამის საუბარს გააბამს, დაუსვამთ კითხვებს და ა. შ. იგივენაირად შეიძლება სხვადასხვა სიტუაციების გათამაშება. როგორც წესი, ეს როლები ბავშვების უსაყვარლეს თამაშებად იქცევა ხოლმე.
mshoblebi

7749
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```