"სავარაუდოდ, რაღაც ტექნიკური ნივთიერება მოხვდა კანალიზაციაში" - მე-15 საჯარო ბაღიდან ბავშვების ევაკუაცია დაიწყო
"სავარაუდოდ, რაღაც ტექნიკური ნივთიერება მოხვდა კანალიზაციაში" - მე-15 საჯარო ბაღიდან ბავშვების ევაკუაცია დაიწყო
თბილისში, მე-15 საჯარო ბაღში გაურკვეველი სუნის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღის ადმინისტრაციამ შექმნილი ვითარების შესახებ მშობლებს, ასევე შესაბამის ორგანოებს აცნობა. ამ დრომდე ბაღში ბავშვების ევაკუაცია მიმდინარეობს.

"დილით ბაღში რომ მივიდა პერსონალი, იდგა მძაფრი სუნი, რომლიც ამოდიოდა ტრაპებიდან, წყალკანალაზიციის სისტემიდან. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ გაანიავეს ოთახები, თუმცა როგორც კი ხურავდნენ ფანჯარას, ისევ დგებოდა სუნი. ბავშვები გაიყვანეს იმ თახებში, სადაც არ არის კანალიზაცია და დაიწყეს დარეკვა მშობლებთან. აღნიშნული ინფორმაცია
შემოვიდა სააგენტოში, გადავრეკეთ 112–ში, ყველა ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის წამომადგენელი მოვიდა ადგილზე, რა თქმა უნდა, ჩვენი მონიტორინგიც იქ არის. "ყაზტრანსგაზი" ძალიან ოპერატიულად მოვიდა და გაზის პრობლმა მაშინვე გამოირიცხა. ამ დრომდე მოდიან მშობლები და ბავშვები ეტაპობრივად გაჰყავთ ბაღიდან. სავარაუდოდ, ახლომდებარე დაწესებულებიდა ან სახლიდან რაღაც ტექნიკური ნივთიერება ჩაასხეს კანალიზაციაში", განუცხადეს Mshoblebi.ge-ს ბაღების მართვის სააგენტოში.
მერი ბლიაძე
1499
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```