"ძალიან კარგი სიახლე გვაქვს ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისთვის" - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება
"ძალიან კარგი სიახლე გვაქვს ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისთვის" - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება
- თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების საგანმანათლებლო პერსონალი პირველადი სამედიცინო დახმარების სპეციალურ კურსს გაივლის - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
mshoblebi
"ძალიან კარგი სიახლე გვაქვს ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისთვის, რაც საბავშვო ბაღების აღმზრდელების პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ყველა ბაღს ჰყავს ჯანმრთელობის კოორდინატორი, რომელიც შესაბამის პროფესიონალურ ჩარევას უზრუნველყოფს კონკრეტულ სიტუაციებში, თუმცა პირველადი დახმარების გაწევა აბსოლუტურად ყველა აღმზრდელს უნდა შეეძლოს. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ
ჩვენი პატარები სრულფასოვან, უსაფრთხო გარემოში სწავლობდნენ. ამ მიზნით დაწყებული გვაქვს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. დღეისთვის, დედაქალაქის ბაგა-ბაღებში 61 000 აღსაზრდელი გვყავს, თუმცა მოთხოვნა დიდია და ყოველწლიურად იზრდება. მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ათეული საბავშვო ბაღის მშენებლობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის ბაგა-ბაღებისმართვის სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალური ტრენინგ-კურსის განსახორციელებლად, უკვე გამოცხადებულია ტენდერი. ტენდერის პირობების მიხედვით, აღმზრდელებისთვის შემუშავებული იქნება სასწავლო პროგრამა, რაც თეორიული სწავლებასა და პრაქტიკულ გაკვეთილებს მოიცავს. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები ტესტირებას გაივლიან და შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ. პროექტი საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N488 დადგენილების შესაბამისად ხორციელდება.

5390
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ქართველი
0
საბავშვო ბაღის აღმზრდელებს უნდა ქონდეთ დიდი ხელფასი, რა გაძლება აქვთ, რამხელა პასუხისმგებლობა, საცოდავები რამდენ ბავშვს უძლებენ. .2000 ლარი მინიმუმ ალალია მათთვის.
21:26 / 07-07-2019
vis unda gaexardes?!
0
მაგ საქმეში დახარჯული თანხა ვის სასარგებლოდ მიდის არ ვიცი, ვიცი, რომ თანამშრომლებს აქვთ მიზერული, სამარცხვინო ხელფასები. რა გამოდის, ფუნქციას უმატებთ აღმზრდელს, ხელფასს უმატებთ?
21:29 / 28-05-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?