საბავშვო ბაღების ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე ყველა მშობელს საკუთარი წარმოდგენა აქვს. მასწავლებლებსაც სხვადასხვანაირი მიდგომები და მეთოდები გააჩნიათ. თუმცა ალბათ ყველა მშობელს აინტერესებს, სინამდვილეში, რა დანიშნულება აქვს ბაღს, რისთვის უნდა ამზადებდეს პატარას და რას უნდა სწავლობდნენ აღსაზრდელები საბავშვო ბაღში?
ეს შეხედულბები ეყრდნობა იმ ფსიქლოლოგების მოსაზრებებს, რომლებიც სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განვითარებაზე მუშაობენ.
საბავშვო ბაღი აღსაზრდელს სკოლაში წასვლისათვის ამზადებს. იგი არის მნიშვნელოვანი აგილი ბავშვის განვითარებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვის სოციალური და ემოციური უნარების განვითარება ადრეული ასაკიდან იწყება, სწორედ ბაღში სიარული და თანატოლებთან ურთიერთობა დაეხმარება მათ ამაში.
სოციალურ უნარებში იგულისხმება ის უნარები, რომლებიც ბავშვს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში უწყობს ხელს. თანატოლებთან კონტაქტი ამის საუკეთესო საშუალებაა.
ემოციური უნარების განვითარება კი ეხმარება ბავშვს გაიგოს, თუ რას გრძნობს, რას განიცდის თავად ან მისი თანატოლი. ხელს უწყობს ქცევების, აზრების, ყურადრების რეგულირებაში. შეიძლება ითქვას , რომ ეს უნარები შეუცვლელია, რადგან საფუძველს ქმნის ბავშვის განვითარებისათვის და გავლენას ახდენენ მის კეთილდღეობაზე, როგორც ახლა, ისე სამომავლოდ. ამ უნარების განვითარებისათვის ბავშვს სჭირდება, როგორც აღვნიშნეთ, თანატოლებთან ურთიერთობა და ასევე აღმზრდელი, რომელიც ამ პროცესებს უძღვება. ბაღი არის ადგილი, სადაც ბავშვი ეჩვევა დამოუკიდებლობას და ახალ სოციუმში თავის დამკვიდრებას. ბავშვს შეუძლია თანატოლებთან ურთიერთობის საშუალებით ისწავლოს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ემოციების გაგება, ემოციების გამომხატველი ჟესტების და მიმიკების წაკითხვა, ემპათია და ემოციებზე საუბარი, ემოციების გაცნობიერება, რომელსაც კონკრეტული სიტუაცია იწვევს. ბაღი საუკეთესო ადგილია ბავშვისათვის ბრაზის მართვის, ლოდინის და იმპულსების მართვის სასწავლებლად.
ქვემოთ განვიხილავთ ქცევით ტიპებს და სტრატეგიებს, რომელთა გამოიყენებაც აღმზრდელს ეხმარება ხელი შეუწყოს ბავშვებს სოციალური და ემოციური უნარების განვითრებაში.
ბავშვის ემოციური მდგომარეობის სახელდება - იმისათვის, რომ ბავშვმა ისწავლოს ემოციური მდგომარეობის გაგება და გააზრება, აუცილებელია აღმზრდელის მიერ სიტუაციის სიტყვებით აღწერა, მშვიდი საუბარი. ეს ყველაფერი ეხმარება ბავშვს გაიგოს, რა ხდება. ემოციების გაცნობიერება პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ემოციების მართვის პროცესში. მაგალითად: "გულნატკენი ხარ, რომ პირველივე ჯერზე არ გამოგივიდა." აღმზრდელმა უნდა გამოიყენოს სხვადასხვა აქტივობები (მაგ:სურათზე გამოსახული ადამინაის გამომეტყველების წაკითხვა "შეხედეთ მის სახეს. რას გრძნობს იგი?), როლური თამაშები, რის შედეგადაც ბავშვები ისწავლიან არავერბალური ემოციების წაკითხვას და დროთა განმავლობაში შეძლებენ თანატოლებთან ურთიერთობისას გაიგონ სახის გამომეტყველებით, გამოხედვით, მოძრაობით მათი ემოციური მდგომარეობა. ემპათია და ემოციებზე საუბარი - ემპათია ეს არის თანაგანცდა, სხვა ადამიანის ემოციების, როგორც საკუთარის შეგრძნების და გაგების უნარი. სხისი ემოციური მდგომარეობის გაგება ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები ყველაფერს ისე აღიქვამენ და ახასიათებენ, როგორც თვითონ ხედავენ, ანუ არ შეუძლიათ დაინახონ და გაიგონ თუ რას გრძნობს, ან რას ხედავს სხვა. ამიტომ ეს უნარი ბავშვს უნდა გამოუმუშავდეს. ამისათვის აღმზრდელმა სხვადასხვა სტრატეგიები უნდა გამოიყენოს. აუცილებელია, აღმზრდელმა აუხსნას ბავშვს გამომწვევ ქცევასა და ემოციურ შედეგს შორის კავშირი (მაგ: გიორგი ცუდ ხასიათზე დგება, როცა შენთან ერთად არ ათამაშებ). მიზეზ-შედეგობრიობა - მნიშვნელოვანია ბავშვს ასწავლოთ, რომელი სიტუაცია რა ემოციებს აღძრავს (მოწყენილი ხარ, როდესაც ანი თოჯინას არ გთხოულობს). აღმზრდელმა უნდა აღნიშნოს, რომ შესაძლებელია სხვადასხვა ადამიანს ერთიდაიმავე სიტუაციაში განსხვავებული ემოცია გაუჩნდეს (შეიძლება ანა აღგზნებულია სასრიალოზე დაცურების წინ, ხოლო მარიამი შეშინებული). ბრაზის მართვა - მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს თუ, როგორ უნდა მართოს ბრაზი. აღმზრდელი ბავშვებს ასწავლის სიბრაზის ან იმედგაცრუების ხმამაღლა საუბრით და აზროვნების გახმოვანებას, მას ასევე შეუძლია მაგალითის მიცემა. რაც უფრო ხშირად დაგეგმავს აღმზრდელი ასეთი ქცევის მოდელირებას, მით უფრო სწრაფ შედეგზე გავა იგი. ბავშვებმა, ასევე, შეიძლება ისწავლონ ღრმად სუნთქვა, ხუთამდე დათვლა ან სარელაქსაციო ვარჯიშები. მოლოდინის და პროგნოზირებადობის უზრუნველყოფა - მოლოდინის არსებობა და პროგნოზირებადობა ეხმარება ბავშვებს იფიქრონ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს შემდეგ. პროგნოზირებადობა ბავშვებს თავიანთი ქმედების დაგეგმვაში ეხმარება. სწავლობენ ლოდინსაც და იციან, რომ ერთ ქმედებას მეორე მოყვება. იმპულსების მართვა - მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს შეუძლიათ გარკვეული იმპულსების მართვა, როგორიცაა: საგნების აღება, ან მოქმედება, რომ მიწვდეს მათ, არსებობს იმპულსები, რომლებიც აღმზრდელის დახმარებით უნდა ისწავლოს. არსებობს მრავალი სახის თამაში, რომლებიც ბავშვს უვითარებს იმპულსების კონტროლს. მაგ.: მუსიკის გაჩერებისთანავე გაშეშება, დაჭერობანა. საუკეთესო გზა ბავშვების იმპულსების კონტროლის გამომუშავებისათვის არის სტრატეგია "გააკეთე-არ გააკეთოს" ნაცვლად. იმპულსების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით აღმზრდელმა ისე უნდა ჩამოაყალიბოს წინადადებები, რომ ბავშვებს დადებითი წარმოდგენები ჩამოუყალიბდეთ. "არ ირბინოს" ნაცვლად გამოიყენეთ "ნელა იარეთ", "არ დაარტყას" ნაცვლად "ფრთხილად შეეხე". თამარ ბალახაძე