ბევრ მშობელს აინტერესებს, როდის გამოცხადდება საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია. ინფორმაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გადავამოწმეთ.
როგორც სააგენტოში გვითხრეს, საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ივნისის თვეში გამოცხადდება. ზუსტი თარიღი, რიცხვი და საათი ჯერჯერობით უცნობია და უახლოეს მომავალში გამოცხადდება, როგორც კი დაზუსტდება.
რაც შეეხება სააღმზრდელო პროცესის ხანგრძლივობას, საბავშვო ბაღებში სწავლა ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.
თამარ იაკობაშვილი