"თანხის აგროვება საბავშვო ბაღში არის კატეგორიულად აკრძალული" - ზეიმები და ფულის თემა კვლავ განხილვის თემაა
"თანხის აგროვება საბავშვო ბაღში არის კატეგორიულად აკრძალული" - ზეიმები და ფულის თემა კვლავ განხილვის თემაა
ბაღებში სააღმზრდელო წლის დასასრულს გამოსაშვები ჯგუფებისთვის ტრადიციული ღონისძიებები იგეგმება. მშობელთა გარკვეული ნაწილისთვის ეს საკითხი მუდმივად არის განხილვის საგანი და ძირითადად აქცენტები ფინანსურ მხარეზე კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ბაღებში აკრძალულია ყოველგვარი თანხის აგროვება, გამოსაშვები ზეიმებისთვის მშობლებს ხარჯების გაღება მაინც უწევთ, თუნდაც ეს მშობელთა მხოლოდ ერთი ჯგუფის ინიციატივა იყოს. ძვირადღირებული საზეიმო ფორმები, აქსესუარები, ფოტო და ვიდეო გადაღება საკმაოდ ბევრ მშობელს აწვება ტვირთად. " არავინ არაფერს გვაძალებს, მაგრამ მასწავლებელი თვითონ გეგმავს  ზეიმს
ისე, რომ მერე თავი მოიწონოს. აქტიური მშობლების ერთი ნაწილი თანხმდება ამას და დანარჩენები უკან ვეღარ იხევენ. საბოლოოდ მაინც სოლიდური ხარჯის გაღება გვიწევს" - ამბობს ერთ-ერთი მშობელი ჩვენთან საუბრისას. ამ კუთხით არსებულ აქტუალურ კითხვებზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ.

- ივნისის ბოლოს საღმზრდელო პროცესი სრულდება. ზეიმები ტარდება ბაღებში?

- 28 ივნისს სრულდება სააღმზრდელო წელი საჯარო ბაღებში. გამოსაშვებიჯგუფები ამზადებენ გამოსაშვებ ღონისძიებებს, სხვა ასაკობრივ ჯგუფებს კი აქვთ მრავალფეროვანი თემატური აქტივობები.

- ღონისძიებების დროს აღსაზრდელებს ფორმებს პედაგოგი ურჩევს? რა ხდება მაშინ, თუ მშობელმა უარი თქვა გარკვეული მიზეზების გამო ფორმაზე უარი.

- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტო ცდილობს დანერგოს თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომები ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც ორიენტირებულია ბავშვის განვითარებაზე და ასევე იმაზე, რომ ბავშვმა

მსგავსი აქტივობის დროს არ მიიღოს სტრესი. მშობელთა ჩართულობა ღონისძიებების დაგეგმვაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა არა ფინანსური კუთხით. რაც შეეხება ფორმებს, ეს პროცესი არ უნდა ხდებოდეს ძალდატანებით.

- ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის, ფორმებისთვის თანხის აგროვება ხშირად იწვევს უთანხმოებას. ამ პროცესში ბაღის ადმინისტრაცია ერთვება?

- არაერთხელ განუცხადებია სააგენტოს და კიდევ გავიმეორებთ, რომ თანხის აგროვება საბავშვო ბაღში არის კატეგორიულად აკრძალული და ყოველთვის, როცა შემოდის სააგენტოში ამ შინაარსის პრეტენზია, ჩვენ ვახდენთ შესაბამის რეაგირებას.

- არის შემთხვევები, სააღმზრდელო პროცესის დასასრულს მშობლები გეგმავენ აღმზრდელებთან ერთად სადმე აღნიშვნას. ამაზე რას გვეტყვით?

- არ გვსმენია ასეთი ფაქტების შესახებ.

შეგახსენებთ, თბილისის ბაგა-ბაღები 28 ივნისიდან დაისვენებენ, ივლისის თვიდან კი დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებში 2019 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. აღსაზრდელებიდ დარეგისტრირება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge - ზე იქნება შესაძლებელი.
რუსკა კილასონია


4533
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
რუსა
0
ყოველ ზეიმი 100 ლარი ჯდება მინიმუმ.ფორმები ერთანირებიო რომლის ქირაობა ან შეკერვა 40 ლარი მინიმუმ ჯდება. ამას ემატება მასწავლებლის საჩუქრის ფული, რომელიც დასადები გვაქვს ყველა ზეიმის თუ დაბადების დღის თუ 3 და 8 მარტის შემდეგ.
22:45 / 28-05-2019
ნანიკო
1
გასაგებია, რომ დღეს ბევრს უჭირს და ძნელია მისთვის 10 ლარის დადებაც, მაგრამ ბავშვებს ხომ ერთხელ აქვთ ეს გამოსაშვები ღონისძიება. რატომ არ ითვალისწინეთ იმათ აზრზსაც ვისაც გვინდა რომ განსხვავებულად ჩაცმულებს, განსხვავებული დასამახსოვრებელი ღონისძიება ჩაუტარდეთ. მგონი აჯობებს, რომ ისე გადაწყდეს ეს პრობლემა რომ, ორივე მხარე იყოს კმაყოფილი. ვისაც არ აქვს საშუალება, მათ არ უნდა დაადებინონ და დანარჩენმა მშობლებმა უნდა გადაინაწილონ და ბავშვს გული არ უნდა დაწყვიტონ. თორემ რა გამოდის 2-3 მშობლის გამო ვისაც ძალიან უჭირს იჩაგრება დანარჩენი 35.
15:40 / 20-05-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```