"მასწავლებელი რამდენიმე ბავშვს უნაწილებს როლებს, დანარჩენი ტაშის დამკვრელად ჰყავს" - სკოლის და ბაღის ზეიმები უკმაყოფილების მიზეზი ხდება
"მასწავლებელი რამდენიმე ბავშვს უნაწილებს როლებს, დანარჩენი ტაშის დამკვრელად ჰყავს" - სკოლის და ბაღის ზეიმები უკმაყოფილების მიზეზი ხდება
ნინი წელს დაწყებით კლასს ამთავრებს, მეოთხე კლასის მოსწავლეა. იმედი აქვს, რომ მეხუთე კლასში, როცა მასთან ახალი მასწავლებელი შევა, ღონისძიებებზე, ზეიმებზე კლასელებისგან აღარ გამოარჩევს. იმედი აქვს, რომ საპასუხისმგებლო როლს მასაც მისცემს, ან ვრცელ სიტყვას, რომლითაც ნინი ამ ხუთი წლის განმავლობაში პირველად მოიწონებს თავს... ნინი იმ კლასში სწავლობს, სადაც მასწავლებელს 3-4 რჩეული მოსწავლე და ჰყავს და ღონისძიებებზე მხოლოდ მათ აკისრებს წამყვან პოზიციებს. ნინი ცხრა წლისაა, ამ ყველაფერს გრძნობს და ძალიან სტკივა გული...
უნივერსიტეტის წითელი დიპლომი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელი მზად არის კლასში წარმატებით მართოს სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები, შეიყვაროს ყველა მოსწავლე უპირობოდ და განურჩევლად, ინდივიდუალურად მიუდგეს თითოეულ ბავშვს და მათი ინტერესების გათვალისწინებით წარმართოს სასწავლი პროცესი.
წლის ბოლო ახლოვდება. სკოლებში სამზადისი დაიწო, მასწავლებლები და მოსწავლეები გამოსაშვები საღამოსთვის ემზადებიან. ამასთან იმატა უკმაყოფილო მშობლების რიცხვმა, რომლებიც კლასში არსებული უთანასწორობის შესახებ საუბრობენ.
"ვფიქრობ, სკოლის ზეიმები არის ასაკრძალი. ძალიან დიდი სტრესია ბავშვისთვის და მასწავლებლისთვის თავისი თავის წარმატებული დემონსტრირება, სრული მარაზმი".

"ჩემი შვილის კლასში მხოლოდ რამდენიმე ბავშვს მიჰყავს ღონისძიება, დანარჩენები ტაშის დამკვრელად ჰყავთ. ამ დროს რწმენას კარგავს ბავშვი და თავდაჯერებულობას, არაფრით არშეიძლება ასე".



"ახალი
სტანდარტებით საერთოდ აკრძალულია ლექსების და უშველებელი პოემების დარიგება ზეიმისთვის. ეს არის ბავშვზე ზეწოლა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ როცა რამეს აკეთებინებ. ამ ბოლო დროს ტარდება ისეთი ღონისძიებები, რომელშიც უფრო ცეკვები და სიმღერებია".

"ბაღში არასოდეს მქონია ეს პრობლემა, რადგან ისე გეგმავდა მასწავლებელი ზეიმს, რომ ყველა ერთნაირად აქტიურობდა. აი, სკოლაში ყველაფერი შეიცვალა. დგამს სპექტაკლებს, მართავს გრანდიოზულ ღონისძიებებს, მაგრამ ჰყავს ორი ბავშვი, რომლებსაც მიჰყავს ეს ღონიძიებები და დანარჩენები პირში შესცქერიან. სხვებს კი ერთ წინადადებებს მისცემს და ამით მთავრდება. პირველ და მეორე კლასში ვერ გრძნობდა ბავშვი და მეც არ ვიღებდი ხმას, უკვე მესამე კლასს ვამთავრებთ და წელს საშინელი პროტესტი ქონდა. არ უნდა და არც ვაღებინებ წელს სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობას".

"მე არ მქონია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ ჩემი მეგობარი მასწავლებელს ძალიან ანებივრებდა და ამიტომ მისი შვილი ყოველთვის დატვირთული იყო ზეიმებზე... არადა ბავშვი ნორმალურად ვერც მეტყველებდა". განაცხადეს მშობლებმა ჩვენთან საუბრის დროს.
ამ ფაქტს ეხმიანება უფლებადამცველი ანა არგანაშვილი და სკოლისა და ბაღის დირექციას, ასევე, პედაგოგებს აფრთხილებს, რომ ზეიმებზე ბავშვებს როლები თანასწორობის პრინციპის დაცვით გადაუნაწილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მკაცრი რეაგირება მოყვება.
"არსებობს ბავშვების გულის ტკენის და უთანასწორობის ასეთი ფორმა: ბაღის და სკოლის ზეიმებში როლების (ლექსების, სიმღერების) უთანასწორო განაწილება. ეს ბავშვებს ტრავმას აყენებს და თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებს.

როცა ბავშვების მიმართ უთანასწორობის ასეთ შემთხვევებზე მოგვმართავენ, ამას სრულიად სერიოზულად ვეკიდებით. ცოტა ხანში ბევრ სკოლას და ბაღს მოგივათ ჩვენი წერილები ამ თემაზე. თუ არ გაითვალისწინებთ, საჩივრებიც და, შეიძლება, სასამართლო უწყებაც ჩაგაბარონ.
საერთოდ არ ვხუმრობ. თუ არ შეგიძლიათ ყველა ბავშვის თანასწორად ჩართვა და ბავშვებისთვის ახსნა, ნუ ატარებთ.
ამ დროს, ბავშვები, ფაქტიურად პირველად, სვამენ კითხვებს სამყაროში სამართლიანობის და თანასწორობის თემაზე. უფროსებმა იმედი არ უნდა გავუცრუოთ", - წერს არგანაშვილი.
მერი ბლიაძე

altსაჭიროა თუ არა წელიწადში ოთხჯერ ზეიმის ჩატარება ბაღში


6568
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
moqalaqe
0
ეს ზეიმებიც საჭოა და უხარიათ მაგრამ რადგან საქართველოში ვართ და თვითონ მშობლებიც ერთმანეთს ექიშპებიან ამიტომ ნამდვილად არ არის საჭირო. სკოლაში მამდვილად გამიმარტლა და პრობლემა არ გქვონია პედაგოგის მხრიდან. მაგრამ ბაღი იყო კოშმარი 24 საათი პედაგოგები კატალოგების დაგვალიერებით ირთობდნენ თავს, ვისი მშობელიც უფრო მოცლილი და მოლაქლაქე იყო იმისი შვილის უფრო მიგებული იყო, ამასთან ჩვენ ვუკერავით და ვყიდულობდით კაბებს და ფორმებს ბავშვებს და კონცერტის მერე გახადე და ბაგსა ჩააბარეთო. ხოდა კითხვა რომ დავსვი რატომ ეს ხომ ინდივიდუალურად შევუკერეტ ყველამ ჩვენ შვილებს მეტქი თანაც ბავშვი აგარ იხდის ამ კაბს მეტკი რასქვი სობელმა ეს თქვაო ცხვირები ჩამოუშვეს და ჩემი შვილის გვარი თრილაებდა მთელი 2 თვე მაინც სანამ არ დავერია და ხმა არ ჩავაკმენდინე
14:21 / 08-07-2019
0
ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს როლი .არ შეიძლება გარიყვა ტადის დამკვრელად!!!!
07:24 / 20-06-2019
მსგავსი სიახლეები
```