ბაღებში რეგისტრაციის თარიღი ცნობილია
ბაღებში რეგისტრაციის თარიღი ცნობილია
საჯარო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყება და ორ ეტაპად წარიმართება. ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. რეგისტრაცია www.kids.org.ge-ზე შეეძლებათ აღსაზრდელებს.

პირველ ეტაპზე, რეგისტრაციას 12 ივნისს 12 საათზე შეძლებენ:
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები
  • სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
  • იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სწავლობენ
  • 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები
სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლების ბავშვები რეგისტრაციას ელექტრონულად ვერ გაივლიან. მშობლებმა შესაბამისი დოკუმენტები საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში უნდა მიიტანონ.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი კი 19 ივნისს, 12 საათზე დაიწყება და დარეგისტრირება შეეძლება ყველა იმ ბავშვს, ვინც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიაში.
რეგისტრაციის გავლას შეძლებენ მხოლოდ ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაყისში ( და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს 4 ახლადაშენებული ბაღი დაიწყებს ფუნქციონისრებას. საბლოოდ კი, 15 000 ადგილი იქნება თავისუფალი.


1534
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?