თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.
დარეგისტრირება შეეძლება ყველა იმ ბავშვს, ვინც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია:
დაბადების მოწმობის ასლი 2 ფოტოსურათი (ბიომეტრიული) ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა მშობლების პირადობის მოწმობის ასლი
ბაღიდან ბაღში გადაყვანის მსურველებს ბაღების მართვის სააგენტო ასეთ რეკომენდაციას აძლევს:
ბაღიდან ბაღში გადაყვანა, ანუ მობილობა, თბილისის ბაღებში არ ხდება. იმისათვის, რომ შეცვალოთ სააღმზრდელო დაწესებულება, საჭიროა მიმართოთ ბაღს, სადაც ჩარიცხულია ბავშვი და მოითხოვოთ მისი გარიცხვა ან მიბრძნდეთ ბაღების სააგენტოში და იქ დაწეროთ განცხადება ბავშვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ბავშვის ხელახალ რეგისტრაციას.
სარეგისტრაციო ფორმა: http://kids.org.ge
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს 4 ახლად აშენებული ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას. საბოლოოდ კი, 15 000 ადგილი იქნება თავისუფალი.