შეიძლება თუ არა, ერთი საჯარო ბაღიდან მეორეში გადაიყვანოთ ბავშვი
შეიძლება თუ არა, ერთი საჯარო ბაღიდან მეორეში გადაიყვანოთ ბავშვი
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.
დარეგისტრირება შეეძლება ყველა იმ ბავშვს, ვინც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის. 
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია:
  1. დაბადების მოწმობის ასლი
  2. 2 ფოტოსურათი (ბიომეტრიული)
  3. ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა
  4. მშობლების პირადობის მოწმობის ასლი

ბაღიდან ბაღში გადაყვანის მსურველებს ბაღების მართვის სააგენტო ასეთ რეკომენდაციას აძლევს:

ბაღიდან ბაღში გადაყვანა, ანუ მობილობა, თბილისის ბაღებში არ ხდება. იმისათვის, რომ შეცვალოთ სააღმზრდელო დაწესებულება, საჭიროა მიმართოთ ბაღს, სადაც ჩარიცხულია ბავშვი და მოითხოვოთ მისი გარიცხვა ან მიბრძნდეთ ბაღების სააგენტოში და იქ დაწეროთ
განცხადება ბავშვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ბავშვის ხელახალ რეგისტრაციას.

სარეგისტრაციო ფორმა: http://kids.org.ge
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს 4 ახლად აშენებული ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას. საბოლოოდ კი, 15 000 ადგილი იქნება თავისუფალი.

1452
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
1
ბაღს რომ სასწავლო წელი აქვს..იქნება და ბავშვი მანამდი თვეებით ადრე ხდება ორი წლის სექტემბრამდე არ უნდა მიიღონ? ან სამი თვე რომ ისვენებენ ზაფხულში სამი თვე ვისა აქვს შვებულება?! გერმანიაში არც ბაღი არც სკოლის გახანგრძლივებული არ ისვენებს არდადეგებზე!ევროპა ევროპაო და
07:18 / 20-06-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?