"წამიერი წყვეტაც კი არ ყოფილა პროგრამაში რეგისტრაციის პროცესში" - რას აცხადებს ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
 "წამიერი წყვეტაც კი არ ყოფილა პროგრამაში რეგისტრაციის პროცესში" -  რას აცხადებს ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
დღეს ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო და  12 საათიდან http://kids.org.ge-ზე დარეგისტრირება შეიძლება ყველა იმ ბავშვის, ვინც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიაში. აღნიშნული პროცედურის დაწყებიდანვე, მშობლების ნაწილი გამოთქვამდა პრეტენზიას, რომ საიტს ჰქონდა შეფერხება და ამის გამო ვერ შეძლეს შვილების დარეგისტრირება საჯარო ბაღებში.
სურათი შეიძლება შეიცავდეს: ტექსტი

ჩვენ მივმართეთ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმაძღვანელს კახაბერ გვანცელაძეს. მისი ინფორმაციით, რეგისტრაციის დროს პროგრამულად შეფერხება არ ყოფილა.
"ამ წუთის მდგომარეობით, შუადღის 12 საათის შემდეგ დარეგისტრირებულია 7000-მდე აღსაზრდელი, არის კიდევ 4000 თავისუფალი ადგილი. ჯამში წელს ჩვენ 15 000 აღსაზრდელის
მიღებას ვაპირებთ, საიდანაც 4000 ადგილი პირველი ეტაპის რეგისტრაციაზე შეივსო. რეგისტრაცია მიმდინარეობს მშენებარე ბაღებშიც, რომლების გახსნაც შემოდგომაზე გვაქვს დაგეგმილი.
რაც შეეხება, პროგრამულ  შეფერხებაზე კითხვას,  პროგრამულად შეფერხება არ ყოფილა, რადგან წამიერი წყვეტაც კი არ ყოფილა პროგრამაში რეგისტრაციის პროცესში. უწყვეტ რეჟიმში ირიცხებოდნენ ბავშვები პორტალზე.
თუ მშობელმა ვერ მოასწრო ბავშვის დარეგისტრირება, მათ უნდა მიმართონ კონკრეტულ საბავშვო ბაღებს და დაწერონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე. თუმცა, ჯერ კიდევ არის 4000 ადგილი და სცადონ მშობლებმა ალტერნატიულ ბაღებში რეგისტრაცია", - აცხადებს გვანცელაძე.
2162
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ეთო
0
კახაბერ გვანცელაძე! რათქმა უნდა ყველა ბავშვს ჭირდება ბაღი, მარა თითო ჯგუფში 68. ვიმეორებ ზუსტ ციფრს, 68 ბავშვი რომ არის ეს ნორმალურად მოგაჩნიათ?? თქვენ გეკითხებით, მარტო რეგისტრაციაა მთავარიი?!! და უსაფრთხოებაზე ფქრობთ სსაერთოდ რამეს? ჯგუფის კვადრატულობის მიხედვით რომ ითვლი ბავშვენის რაოდენობას, ადექით ერთხელ მაგ სავარძლიდან გადით რომელიმე საჯარო ბაღში და ნახეთ რა მდგომარეობაა
10:57 / 19-09-2019
თეა
0
პირველი ორი წუთი ჯგუფის არჩევის ადგილს საერთოდ არ ხსნიდა.3 წუთის მერე 2-3 წლიანები საერთოდ აღარ იყო.ორი ადამიანი ვიჯექით და ორივეზე ეგრე აკეთებდა და ესე პირდაპირ მაინც ნუ ამბობთ რომ შტერები ვართ.საირმეზე ბაღის გვერდით ვცხოვრობ ვერც შარშან და ვერჩ წელს ვერ დავარეგისტრირე და ნორმალურია გლდანიდან რომ ბავშვი დადის საირმეზე??? და მე ალტერნატიულ ბაღში სად დავარეგისტრირო ვარკეთილში??
00:25 / 23-06-2019
პირველი 3 წუთი იყო ნამდვილად!!!!
0
ასეა ეს!
17:57 / 19-06-2019
მე
0
როგორ არ ყოფილა ისემც თქვენ გაიხარეთ მაგ სიმართლით იარეთ.სანამ უნდა გვაყაროთ ნაცარი თვალებში მთელი წელია ვწვალობ და ვერ ჩამისვია ბავშვი ბაღში.რეზევრშიო და დამტავრდა წელი და როდისღა,ამ კითხვაე პასუხი სად არის?ეხლა რეზევარს თვალი დავანებო რეგტრაცია ვცადე და ვერცეთ ეტაპზე ვერ დავარეგიტრირე და თან ზემოთ აღნიშნულისა რეზერვის სოციალურად დაცული.რა გზას დავადგე უფროსიც მყავს და ამ პატარდან გამომდინარე ხშირად სათანადო ყურადღება ვერ მიმიქცევია რო ამით ვერ ვიარე და ცალკე ორ ორი ბავშვით.დამტოვებელიც არ მყავს.მთელი წელი დავიტანჯეთ როგორც მშობელი და როგორ სკოლის მოსწავლე.ის საკითხი მესმი რომ დედავარ და მშობელი მაგრამ მთელი წელი რო ვერ ჩაისვა ჩემი შვილი ბაღში და ვერცერთი რეგიტრაციით ვერ მოვახვდერე და კიდე პატიოსნად ლაპარაკობთ ხარვეზი არ ყოფილაო....ამ ყველაფერზე ვის მოვთხოვო პასუხი ან რა გამცემთ ბატონო მინისტრო???და რამდენია ჩემნაირი დედა კიდევ.დიდ უსამართლობაში ვცხოვრობთ.
16:00 / 19-06-2019
მშობელი
0
რომ აღიაროთ მოგკლავთ ღმერთი? პირველი ორი წუთი იყო საიტის შეფერხება, ბლანკს არ ხსნიდა. მეც ვერ მოვასწარი, მაგრამ არ გსაყვედურობთ. უბრალოდ ამ ტყუილისთვის კი ხართ გასალანძღი. თქვი შე კაი ადამიანო.ასე რომ ებღაუჭები სკამს. საჭმელს უვარგისს და დაგვიანებით აწვდიდით ბაღებს, მომწოდებელი სულ გააგდეთ, ახლა საიტიც ვერ გაგიმართიათ და ვინ გმფარველობთ ასეთი, ისევ სააგენტოს დირექტორად რომ ხართ? არ მქონია აქამდე პროტესტი, შევეგუე რომ ვერ მოვასწარი, მაგრამ ეს ნაცრის ფრიალი რომ მორჩეს ბოლოსდაბოლოს არ დადგა დრო?
15:25 / 19-06-2019
მსგავსი სიახლეები