ბავშვები ბევრად უფრო რთულად ეჩვევიან ახალ ადგილსა და ადამიანებს, ვიდრე მოზარდები. დედასთან განშორების პირველი დღე მათთვის ყოველთვის მტკივნეულია. ყვირილი, ტირილი და სახლში წაყვანის თხოვნა ბევრი მშობლისთვის ნაცნობი სიტუაციაა. მაგრამ, ეს ყველაფერი მხოლოდ სხვისი გამოცდილებით შეგიძლიათ თქვათ, თუ ბავშვებს სწორად მოამზადებთ ადაპტაციისთვის.
1. წლი-ნახევრის ასაკში ბავშვი განსაკუთრებულად არის ემოციურად მშობლებზე დამოკიდებულნი. ამ ასაკში ის უკვე ეცნობა გარესამყაროს, მაგრამ ფაქტების დამოუკიდებლად გაანალიზება არ შეუძლია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ 1,5 წლის ასაკში ბავშვებისა და მშობლების განშორება, თუნდაც მცირე დროით ძალიან დიდ სტრესს იწვევს, ამიტომ ბაღში მიყვანა 3 წლამდე არ არის რეკომენდებული.
2. ბევრ მშობელს არაერთხელ მოუსმენია ბავშვისგან "არ მინდა ბაღში". მაგრამ ყველა მათგანი ვერ აღიქვამს ამ პროტესტს სწორად. საბავშვო ბაღისა და სამსახურის ერთმანეთთან შედარება მსგავს სიტუაციაში ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ, ეს კარგს არაფერს იწვევს. ბავშვები წარმოიდგენენ, როგორი დაღლილები მოდიან დედა და მამა სამსახურიდან და კიდევ უფრო მეტად აღარ უნდათ ბაღში სიარული. ამ დროს, სათამაშოებითა და კეთილგანწყობილი მასწავლებლებით შესაძლოა ბავშვს ისე შეუყვარდეს ბაღი, რომ უკან წამოსვლა აღარ უნდოდეს. იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ, პირველ რიგში, უნდა გაიგოთ, რატომ არ სურს თქვენს შვილს ბაღში სიარული და რისი ეშინია. ამის შემდეგ, საკითხის გადაწყვეტა მარტივია.
3. საბავშვო ბაღში სიარულისას პერიოდულად გააცდინეთ ხოლმე. ეს არ უნდა მოხდეს მხოლოდ დაავადებების ან ვირუსისგან თავდასაცავად, არამედ მაშინაც კი, როცა ბავშვი კატეგორიულად ამბობს, რომ იმ დღეს არ უნდა ბაღში წასვლა. რამდენიმე დღით სახლში დატოვება მას ადაპტაციაში ეხმარება.
4. არ აუკრძალოთ სახლიდან ბაღში სათამაშოების წაღება. როდესაც ბავშვს ბაღში თავისი სათამაშო მიაქვს, აღიქვამს, რომ სახლის რაღაც ნაწილი მასთან ერთადაა. ბავშვი ამ დროს ხდება უფრო მეტად თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული, რაც ეხმარება სხვებრთან ურთიერთობაში. ამიტომ, მას არასდროს აუკრძალოთ ბაღში პირადი ნივთების წაღება, მათ შორის, კოვზი, ტანსაცმელი.
5. ბევრი ესაუბრეთ თქვენს შვილებს. ნებისმიერი ბავშვი, რომელიც ბაღში იწყებს სიარულს, ვიდრე მიეჩვევა, თავს მარტოსულად გრძნობს. ის განიცდის მშობლებთან განშორებას და მოწყენილია. დედასთან შეხვედრისას კი ბედნიერია და უზიარებს მას ემოციას. ვიღაცას მუხლზე დაჯდომა უნდა, ვიღაცას კი ჩახუტება. არც ერთ შემთხვევაში, უარი არ უთხრათ. ეთამაშეთ და ესაუბრეთ დიდხანს, 20-30 წუთი მაინც, დღის განმავლობაში.
6. მშობლები, რომლებიც მუშაობენ და დაკავებულები არიან, ბავშვებს მთელი დღე ტოვებენ საბავშვო ბაღში. ფსიქოლოგები კი გვირჩევენ, რომ ბავშვი ბაღს ნელ-ნელა, საათობით უნდა შეაჩვიოთ. მთელი დღით განშორება მისთვის ძალიან მძიმედ გადასატანია.
7. მშობლის მთავარი ამოცანაა - წინასწარ შეუქმნას ბაღზე დადებითი განწყობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს ყოველდღიურ განცდებს, რადგან ბავშვი ყველაფერს აღიქვამს, როდის ხართ გაბრაზებული, ნაწყენი და ასე შემდეგ და ნერვიულობს. შეიძლება სწორედ ამის გამო მას არ უნდოდეს ბაღში წასვლა.
8. ახალი ადამიანები ყოველთვის სტრესია ბავშვისთვის. ამიტომ, ბაღის შემდეგ უმჯობესია, თუ მას მშვიდ ადგილზე წაიყვანთ, ასეირნებთ, შემდეგ მიაღებინებთ აბაზანას, წაუკითხავთ წიგნს ან მისცეთ საშუალებას, რომ დახატოს.
9. ჩვეულებრივ, ბავშვებისთვის, რომლებიც გარკვეული რეჟიმის გარეშე ცხოვრობენ, ბაღი დამატებითი სტრესია. ისინი იძულებულნი არიან გაითვალისწინონ გარკვეული წესები. ამიტომ, უმჯობესია ასწავლოთ წინასწარ ბავშვებს ადგომა, დაძინება და ერთსა და იმავე დროს ჭამა.
10. არსებობს მსგავსი შემთხვევები: როდესაც ბავშვი თავისთვის თამაშობს ოთახში, დედა კი ხედავს, რომ წყნარადაა და ერთობა, ამიტომ გადაწყვეტს მის მარტო დატოვებას. როდესაც ბავშვი აღმოაჩენს, რომ მარტოა, ეწყება პანიკა. ამიტომ, არ შეიძლება გაფრთხილების გარეშე მისი მარტო დატოვება.
11. ხშირად მშობლები დილით ბავშვებს მოსამზადებლად ნახევარ საათს აძლევენ და შემდეგ უკვე აჩქარებენ, ყვირიან მათ სახელს და ასე შემდეგ. დილით, ბავშვებს უფროსებზე მეტი დრო სჭირდებათ გამოსაფხიზლებლად და მოსამზადებლად. როგორი განწყობაც ექნებათ ბაღში მისვლამდე, ის გაჰყვებათ მთელი დღე. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ამის შესახებ იცოდნენ.
ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა ეს მნიშვნელოვანი პროცესები მარტივად გადაიტანოს, უმჯობესია მოცემული რეკომენდაციები გაითვალისწინოთ.