საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს დაიწყება. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე, მიმდინარეობს რამდენიმე ბაღის მშენებლობა, დაწყებულია არსებული ბაღების მასშტაბური რემონტი და რეაბილიტაცია-გამაგრება.
რა რაოდენობის ბავშვი იქნება თითოეულ ჯგუფში, ჯერჯერობით სააგენტოში არ აქვთ ინფორმაცია.
- ჯერ არ დასრულებულა დამატებითი ჩარიცხვები და შესაბამისად, ზუსტად არ ვიცით, რა რაოდენობის ბავშვი დარეგისტრირდა სხვადასხვა ბაღში. სარეზერვო სიები შექმნილია და სექტემბრის პირველი რიცხვებიდან იქიდანაც დაიწყება ჩარიცხვები იმის მიხედვით, რომელ ბაღს რა რესურსი აქვს.
თამარ იაკობაშვილი