თუ ბავშვი სასურველ ბაღში ვერ დაარეგისტრირეთ - როგორ უნდა გადაიყვანოთ ბაღიდან ბაღში
თუ ბავშვი სასურველ ბაღში ვერ დაარეგისტრირეთ - როგორ უნდა გადაიყვანოთ ბაღიდან ბაღში
თბილისის ბაღების სააგენტო ოფიციალურ ვებგვერდზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს. მათუ უმრავლესობა დღესაც ბევრს აინტერესებს.

შემიძლია თუ არა ბაღიდან ბაღში ბავშვის გადაყვანა?


- ბაღიდან ბაღში გადაყვანა, ანუ მობილობა, თბილისის ბაღებში არ ხდება. იმისათვის, რომ შეცვალოთ სააღმზრდელო დაწესებულება, საჭიროა მიმართოთ ბაღს, სადაც ჩარიცხულია ბავშვი და მოითხოვოთ მისი გარიცხვა ან მიბრძნდეთ ბაღების სააგენტოში და იქ დაწეროთ განცხადება ბავშვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ბავშვის ხელახალ რეგისტრაციას.


როგორ უნდა მოვიქცე, თუ მსურს საბავშვო
ბაღში მუშაობის დაწყება?


- საბავშვო ბაღებში ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში, ბაღების სააგენტო პერიოდულად აცხადებს კონკურსს, რომელიც არის ელექტრონული და აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადი, მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. სხვა შემთხვევაში, წლის განმავლობაში პერიოდულად არსებული ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, მსურველები მიმართავენ სააგენტოს კადრების განყოფილებას, სადაც წარადგენენ პირად დოკუმენტაციას.


როგორ უნდა მოვიქცე, თუ მაქვს პრეტენზია ან ეჭვი ბავშვზე არასათანადო მოქცევასთან დაკავშირებით სააღმზრდელო ჯგუფში?


- ასეთი ეჭვის ან ფაქტის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში მშობელმა უნდა მიმართოს კონკრეტული ბაღის დირექტორს, ადმინისტრაციას, მოითხოვოს ფაქტის გამოკვლევა და რეაგირება. რეაგირების არ არსებობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ განცხადებით თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს.


სად მდებარეობს სააგენტო?


- თბილისი, მიცკევიჩის 29ა, მესამე სართული.



როგორ უნდა
მოვიქცე, თუ ელექტრონულად ვერ მოვახერხე ბავშვის დარეგისტრირება?


- ამ შემთხვევაში უნდა მიბრძანდეთ სასურველ ბაღში და დატოვოთ განცხადება რეზერვში მოხვედრის თაობაზე. ადგილის გამოჩენის შემთხვევაში ეტაპობრივად მოხება მომლოდინეთა რეგისტრაცია



რას ნიშნავს სარეზერვო სია?

- საბავშვო ბაღში არსებული ადგილების შევსების შემდეგ, საბავშვო ბაღი საშუალებას აძლევს მშობლებს მათი შვილის მონაცემები დარეგისტრირდეს მომლოდინეთა სიაში. იქიდან გამომდინარე, რომ ბაღებში ბავშვების როგორც რეგისტრაცია, ისე გარიცხვა (რეგისტრაციის გაუქმება) მუდმივი პროცესია, ტრადიციულად, წლის განმავლობაში ჩნდება თავისუფალი ადგილები. ამ შემთხვევაში, სარეზერვო სიაში მყოფი ბავშვების მშობლებს უკავშირდება ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას და სთავაზობს ბავშვის რეგისტრაციას. მშობლის თანხმობის შემთხვევაში, ბავშვი ჩაირიცხება სასურველ ბაღში. ასევე, საბავშვო ბაღები სათათბირო ორგანოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ადგილებს გამოყოფენ სექტემბრის პირველ რიცხვებში, რის შემდეგაც იწყება მომლოდინეთა რეგისტრაცია. რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ბავშვის ოჯახს ატყობინებს ბაღის ადმინისტრაცია.
697
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?