რა სიახლეებით ხვდება ბაგა-ბაღები ახალ სააღმზრდელო წელს
რა სიახლეებით ხვდება ბაგა-ბაღები ახალ სააღმზრდელო წელს
თბილისის ბაგა -ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს იწყება.   თუ რა სიახლებით ხვდება თბილისის ბაგა-ბაღები ახალ სააღმზრდელო წელს და იგეგმება თუ არა კვების რაციონში ცვლილებები, ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე გვაპასუხობს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.
- 2019 წელი ნამდვილად გამორჩეული იქნება თბილისის ბაგა-ბაღებისთვის. სიახლეები ბევრი გვაქვს და ძირითადად, ეს არის ინფრასტრუქტურის მიმართულებით. უპრეცედენტო და მართლაც რეკორდული მასშტაბის სარემონტო და სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს თბილისის ბაღებში.
9 ახალი ბაღი შენდება,  9 -ში კი  გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე  ვიწყებთ სადემონტაჟო ბაღების დემონტაჟს და მათ ადგილას ახლის შენებას. ეზოების რეაბილიტაცია განხორციელდა დაახლოებით, 50 -მდე ბაღში,  მოეწყო სხვადასხვა სპორტული და სათამაშო მოედნები, შეიცვალა ბაღებში ინფრასტრუქტურა, გარემონტდა ღობეები.

- რომელ ბაღებში არ განახლდება სააღმზრდელო პროცესი, სარემონტო სამუშაოების ან სხვა მიზეზების გამო?

- სარეკონსტრუქციო, სარებილიტაციო სამუშაოების გამო, სწავლა მოგვიანებით, ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება სამ ბაღში. ეს გახლავთ 126-ე ბაღი. 144-ე ბაღი და მე-12 ბაღი, დანარჩენ ბაღებში სწავლა დაიწყება 16 სექტემბერს.

- კვების რაციონში ხომ არ იგეგმება რამე ცვლილება?

- მხოლოდ მინიმალური ცვლილებები განვახორციელეთ, რაც კალორაჟის და მენიუს მკვეთრ ცვლილებას არ იწვევს. აი, მაგალითად რაციონიდან ამოვიღეთ მჟაუნა და სუნელები, ქათმის კატლეტი შეიცვალა ქათმის მოხარშული
ხორცით და ბოსტნეულის გარნირით.

- ისევ პრობლემური იქნება ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობის საკითხი? - რა ნაბიჯები გადადიდგა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად?

- აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვენ ყოველწლიურად ახალ ბაღებს ვაშენებთ და ვხსნით. წელს იგეგმება ხუთი ახალი ბაღის გახსნა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ განვტვირთოთ ჯგუფები, სადაც ბავშვები რაოდენობა იქნება მაღალი. მიუხედავად ჩვენ მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯებისა, ეს პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია. ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი ბაღების მშენებლობის დინამიკა იყოს ზრდადი.

- რა რაოდენობის ბავშვი შეიძლება იყოს ჯგუფში? ჯგუფში ბავშვების რაოდენობის მიხედვით, აღმზრდელთან ერთად რამდენი დამხმარე იქნება?

- ეს განსაზღვრული ამ ეტაპზე არ არის. კანონში ჩავდეთ მუხლი, მაგრამ ეს მუხლი გადავადებულია. რაც შეეხება ჯგუფში რამდენი დამხმარე ეყოლება აღმზრდელს, სტანდარტულად ჯგუფში თითო აღმზდელი და თითო თანაშემწეა, თუ საჭიროებს ჯგუფი დამხმარე პერსონალის დამატებას, ამას განვიხილავთ და ამის შემდეგ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნას.

- მიმდინარე სასწავლო წლიდან რამდენ აღსაზრდელს მიიღებს თბილისის ბაგა- ბაგები?

- ამ ეტაპზე სისტემაში ფიქსირება 56 000 ბავშვი. ჩვენ სარეზერვო სიებიდან კიდევ დავამატებთ დაახლოებით 8500-ს. ჯამში დაახლოებით,  64 000 აღსაზრდელს მივიღებთ.

- თუ არის შესაძლებელი ერთი საჯარო ბაღიდან აღსაზრდელის გადაყვანა მეორე საჯარო ბაღში სწავლის დაწყების შემდეგ (რამდენიმე დღეში, კვირაში, ან თვეში)?

- ჩვენთან მობილობა, როგორც ასეთი, არ არსებობს. ბაღში ხდება ახლი ბავშვის ჩარიცხვა, თუ ადგილი არის, ჩაირიცხება სხვა ბაღში, თუ ადგილი არ არის, მაშინ აღსაზრდელი გადაყვანა ვერ მოხერხდება.
16494
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
იზა
0
მაინტერესებს 28-ე ბაგა-ბაღის პრობლემური საკითხი როგორ გადაწყდება? აშენდება თუ არა ამავე ტერიტორიაზე ბაღი და დააბრუნებთ თუ არა გადაყვანილ თანამშრომლებს ახალ აშენებულ ბაღში?
09:52 / 06-09-2019
თამარი
1
ხელფასებზეც იზრუნეთ სირცხვილია უკვე ესე უყურადღებოდ რომ გყავთ თანამშრომლები
20:02 / 05-09-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?