ბაღებში აქტიურად მართავენ საახალწლო ღონისძიებებს. ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და ბედნიერი მომენტი მათთან თოვლის ბაბუის მისვლა და საახალწლო საჩუქრების გადაცემაა. დავინტერესდით, წელსაც თუ არის თანხა გათვალისწინებული საახალწლო საჩუქრებისთვის:
- ტენდერი ჩატარდა, მიმდინარეობს დოკუმენტაციის განხილვა. ორშაბათს ალბათ უკვე გამოვლენილი იქნება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ბაღებში საახალწლო საჩუქრებს შეიტანს. საჩუქრებში შევა შოკოლადი და სხვადასხვა სახის ტკბილეული, როგორც წინა წლებში. - განაცხადეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
გარდა ამისა, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში არსებული 181 ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული სათამაშოები შეისყიდა. პირველ ეტაპზე შევიდა პლასტმასის სათამაშოები. სააგანტოს ცნობით, ცოტახანში ხის სათამაშოებიც შევა და გადანაწილდება ჯგუფებში ბავშვების რაოდენობის მიხედვით.
თამარ იაკობაშვილი