"გაციების ნიშნებით ბავშვები ბაღში არ დაიშვებიან" - გადაიდება თუ არა გრიპის გამო სააღმზრდელო პროცესი ბაგა-ბაღებში
"გაციების ნიშნებით ბავშვები ბაღში არ დაიშვებიან" - გადაიდება თუ არა გრიპის გამო სააღმზრდელო პროცესი ბაგა-ბაღებში
კლინიკებში ბოლო პერიოდში გრიპის ვირუსით მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია. ამის გამო მშობლები სოციალურ ქსელში ხშირად სვამენ კითხვას, ხომ არ გადაიდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაგა-ბაღებში. ამ კითხვით Mshoblebi.ge-მ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართა:

"სწავლის გადადებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან არ მიგვიღია. სასწავლო პროცესი, როგორც დაგეგმილია, 15 იანვარს განახლდება. ცვლილებების შემთხვევაში შესაბამის განცხადებას წინასწარ გავაკეთებთ.  ექთანი ბავშვებს ყოველ დღე ამოწმებს და იმ შემთხვევაში, თუ მას გრიპის ან სხვა დაავადების რაიმე
სიმპტომი აღენიშნება, მშობელს სახლში ატანს. ხოლო სააღმზრდელო პროცესში გამოვლენილი ნიშნების შემთხვევაში, ურეკავს და სთხოვს, რომ შვილი ბაღიდან წაიყვანოს. ამის გამო ძალიან ბევრი უკმაყოფილო მშობელია. ზოგიერთი ამბობს, რომ ალერგია ჰქონდა მის შვილს და უნდა დაეტოვებინათ ბაღში, მშობლების მეორე კატეგორია უკმაყოფილებას გამოხატავს იმის თაობაზე, თუ რატომ მივიღეთ მსგავსი სიმპტომებით. თუმცა, გაციების ნიშნებით ბავშვები ბაღში არ დაიშვებიან."- აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. 

მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღები 100%-ით მზადაა სასწავლო პროცესის გასაახლებლდ, სწავლის დაწყებამდე კი ჩატარდება სტანდარტით გათვალისწინებული ყველა ღინისძიება.

თამარ იაკობაშვილი

alt"სწავლის დაწყების გადადებას აზრი არ ექნება, თუ სკოლა-ბაღებში ამ წესებს არ დაიცავენ"


15904
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
0
ისედაც არ ვაპირებ ბვშვის წაყვანას ჯერ ბაღში, იცითრატომ ? ვინც მუშაობს , გაციებული და ცხვირიდან ჩამონადენი აქვს მაინც დაყავს ბავშვი ბაღში. ვინც ჩვენი შვილბის გამო სამსახურს თავი დავანებეთ და სახლში ვართ, იმათმა რა დავაშავეთ. ახველებთ და მაინც დაყვავთ ბავშვები ბაღში სამწუხაროდ. მასწავლებელი რიმ ამბობს გაციიებული ბავშვები არმოიყვანოთო , იმათმა რა დააშავეს. თუ კი რამე მოხდა ისე კარგად უჩივიან მასწავლებლებს.
23:42 / 11-01-2020
მერაბი
0
ყოველ ღამე დეზინფექცია რომ ჩაუტარდეს ოთახებს ულტრაიისფერი სპეციალური ნათურებით, რა გიშლით ხელს?! მთლიანად არა, მაგრამ დაახლოებით 80% ით შეამცირებს ბაქტერიულ ფონს. ეს ნათურები დღეს ხელმისაწვდომია და იაფიც ღირს...
12:53 / 10-01-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?