იქნება თუ არა ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები - მშობლები

იქნება თუ არა ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები

2020-02-24 10:00:39+04:00

საბავშვო ბაგა-ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.

"ბაღებში დასვენების დღეები ოფიციალურად გამოცხადებულ საჯარო სამსახურის დასვენების დღეებს ემთხვევა. შესაბამისად, ბავშვები, სტანდარტულად, სააღდგომოდ დაისვენებენ".

საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება. სასწავლო პროცესი 16 მარტს განახლდება. სააღდგომოდ კი ბაღებსა და სკოლებში 17 აპრილიდან 20 აპრილამდე დაისვენებენ.

თამარ იაკობაშვილი