საბავშვო ბაგა-ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.
"ბაღებში დასვენების დღეები ოფიციალურად გამოცხადებულ საჯარო სამსახურის დასვენების დღეებს ემთხვევა. შესაბამისად, ბავშვები, სტანდარტულად, სააღდგომოდ დაისვენებენ".
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება. სასწავლო პროცესი 16 მარტს განახლდება. სააღდგომოდ კი ბაღებსა და სკოლებში 17 აპრილიდან 20 აპრილამდე დაისვენებენ.
თამარ იაკობაშვილი