ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საჯარო ბაღებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი პრევენციული ღონისძიებების რეკომენდაციით მიმართავს
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 181 საჯარო ბაღს ახალი კორონავირუსისგან თავის ასარიდებლად დამატებით საპრევენციო ღონისძიებები, საინფორმაციო ბროშურები და რეკომენდაციები გაუგზავნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბაღში 10:00 საათის მონაცემებით, 40-65%-იანი დასწრებაა. მათივე ინფორმაციით, როგორც წესი, ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად 40-70%-ის ფარგლებში მერყეობს.
სააგენტოს ცნობით, თითოეულ ბაგა-ბაღში, ბავშვთა ოდენობიდან გამომდინარე, აღსაზრდელების ჯანმრთელობას 1 ან 2 ჯანმრთელობის კოორდინატორი ამოწმებს.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ბაღები ამ დროისთვის ყველა საჭირო სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებითაა აღჭურვილი.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ესენია:
მოერიდეთ ახლო კონტაქტს ავადმყოფ ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცხელება და ხველა; ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონისას გამოიყენეთ სპირტის შემცვლელი ხსნარი; მოერიდეთ ცხვირზე, თვალსა და პირზე ხელის ხშირ შეხებას; ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი; ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უვლის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულს; თუ ახველებთ ან აცემინებთ, გაიკეთეთ ნიღაბი; ნიღბის ტარება ეფექტურია მხოლოდ ხელების ხშირ დამუშავებასთან ერთად სპირტის შემცვლელი ხსნარით ან საპნითა და წყლით; ნიღბის ტარების შემთხვევაში დაიცავით მისი სწორად მოხმარებისა და გადაგდების წესები; მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცის პროდუქტები და კვერცხი; მოერიდეთ დაუცველ ან მჭიდრო კონტაქტს გარეულ ან/და ფერმის ცხოველებთან ამ რეკომენდაციებს ახლავს ხელების წყლითა და საპნის დაბანის დასურათებული წესებიც.
ბროშურებში ასევეა საუბარი კორონავირუსის გავრცელების სავარაუდო გზებსა და სიმპტომებზეც.
„ახალი კორონავირუსი ვრცელდება:
წვეთოვანი გზით: ხველით, ცემინებით თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებით დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით-შეხება, ხელის ჩამორთმევა იშვიათ შემთხვევაში ფეკალიებთან კონტაქტით
ახალი კორონავირუსის სიმპტომებია:
ცხელება ხველა სუნთქვის გაძნელება მძიმე დაავადება“, - ნათქვამია ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ ბაგა-ბაღების დირექციებისადმი გაგზავნილ წერილში.
იქნება თუ არა ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები