წიგნების კითხვის დაწყებას ფსიქოლოგები სიცოცხლის პირველი თვეებიდან გვირჩევენ, როცა ბავშვს ჯერ არც ესმის წაკითხულის აზრი. თუმცა ადრეულ ასაკში კითხვის ამოცანა ეს სულაც არ არის. ერთობლივი კითხვა პატარასთან მჭიდრო კონტაქტს გამყარებინებთ, ერთმანეთის გაგებას გასწავლით, პატარას ბევრი სხვადასხვა სიტყვა ესმის, რაც მომავალში სიტყვათა მარაგის გამდიდრებაში ეხმარება. განსაკუთრებით კარგია ამ დროს საბავშვო ლექსების კითხვა, რიტმულისა და მელოდიურის, რაც პატარას სმენისა და მეტყველების განვითარებაში ეხმარება.
წლი-ნახევრიდან 2 წლამდე უკვე შეიძლება, მოკლე ზღაპრები, ლექსები წაუკითხოთ ბუნებასა და ცხოველებზე, 2-3 წლისას კიდევ უფრო გაუმრავალფეროვნებთ ლიტერატურას. უნდა უკითხოთ ნელა, გამომსახველად, მისთვის ახალი სიტყვები მკაფიოდ გამოთქვათ. ეს დიდი სიამოვნებაა, არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ დედისთვისაც – კითხვის დროს თქვენ პატარას მრავალ სხვადასხვა სამყაროში ამოგზაურებთ, თქვენთან ერთად განიცდის ახალ ემოციებს და თქვენ მიმართ ქვეცნობიერად კიდევ მეტი ნდობა და ბევრი თბილი გრძნობა უყალიბდება, რაც მომავალში მასთან ურთიერთობისას კიდევ მეტად დაგეხმარებათ.
ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი - რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? საიდან იქმნება ძაბვა? რამხელაა სპილო? ასეთ კითხვებს პატარები ხშირად სვამენ. წიგნში პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემული. მარტივი ამოცანები ბავშვის მიერ უკვე წაკითხულ მასალას ამოწმებს მშვენიერი ილუსტრაციები კი შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? საიდან იქმნება ძაბვა? რამხელაა სპილო? ჩემი საყვარელი ძილისპირული ზღაპრები - თუ ძილის წინ ბავშვებს ამ ზღაპრებს წაუკითხავთ, გვერწმუნეთ, რომ მათ თავიდანვე აღუძრავთ ინტერესს ჯადოსნური მოთხრობების მიმართ. ამ წიგნში თავმოყრილია ყველა დროის საუკეთესო და ყველასთვის საყვარელი ზღაპრები, ხოლო ბოლოში ცალკე თავებად აქცვს დართული მოკლე ისტორიები თავად ამ ზღაპრების შესახებ, როდის და როგორ დაიწერა, როდის დაიბეჭდა პირველად და სხვა საინტერესო ცნობები. ჩემი პირველი 100 ცხოველი - ეს ულამაზესი წიგნი-ჩანთა ბავშვებს ცხოველთა სამყაროში ამოგზაურებს. ამ წიგნში ისინი იმდენ უცხო ცხოველსა და ფრინველს ნახავენ, რომ გაუკვირდებათ. ძმები გრიმები - ეს მშვენიერი, საუცხოოდ ილუსტრირებული წიგნი, ყველასთვის საყვარელი და დაუვიწყარი პერსონაჟებით, პატარებს ძმები გრიმების უკვდავ და განსაცვიფრებელ ზღაპრებში ამოგზაურებს. 25 ჯადოსნური ზღაპარი - ეს ლამაზი წიგნი გიყვებათ მსოფლიოს ოცდახუთ საუკეთესო ზღაპარს. აქ შეხვდებით კეთილ კონკიას, ჯუჯებს, მეფის ასულებს, უფლისწულებს, ერთგულ გერდას, ეშმაკ და მოხერხებულ ცეროდენას და უამრავ გმირს, რომლებიც გასწავლიან სიყვარულს, თანადგომას, მოგანიჭებენ სიხარულს. ცხადია, ბოროტი ჯადოქრები, გოლიათები და ყინულის დედოფალიც შეგხვდებათ, მაგრამ ეს ზღაპრები გასწავლით, როგორ უნდა მოერიოთ უკეთრებას... ეს კი მეგობრობა და სიყვარულია. წიგნის ყოველი გვერდი გაფორმებულია ლამაზი ილუსტრაციით.