რამდენიმე მშობელმა შემოგვჩივლა, რომ რამდენიმე საბავშვო ბაღში ჯერ არ ჩაურთავთ გათბობა წელს ნაადვრევად აცივდა და შესაბამისად გათბობის სეზონიც ადრე დაიწყო, სახლებში ალბათ უმრავლესობას უკვე ჩართული გვაქვს გამათბობელი, მაგრამ სასწავლო დაწესებულებებში ეს საკითხი პრობლემურია და აქტუალობას არ კარგავს. განსაკუთრებით კი ბაღებია ამ მხრივ საყურადღებო, რადგან ბავშვი დღის დიდ ნაწილს იქ ატარებს და სითბო აუცილებელია. რამდენიმე მშობელმა შემოგვჩივლა, რომ რამდენიმე საბავშვო ბაღში ჯერ არ ჩაურთავთ გათბობა, არგუმენტად კი მერიის ბრძანებას იშველიებენ: "როცა მერიიდან მოვა ბრძანება, მაშინ ჩავრთავთო".
ჩვენ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას მოადგილეს დავით სიხარულიძეს დავუკავშირდით და ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- ოფიციალურად გათბობის სეზონი როდის იწყება საბავშვო ბაღებში?
- ოფიციალურად გათბობის სეზონი ნოემბრის ათიდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
- წელს უჩვეულოდ ადრე აცივდა, ფაქტობრივად ზამთრის ტემპერატურაა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება თუ არა ნაადრევად ჩაირთოს გათბობა და ვინ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ბაღმა და სხვა უწყებამ?
- ამას წყვეტენ ბაღის დირექტორები. როდესაც ცივა, ბავშვები ასეთ გარემოში არ უნად იყვნენ, ამიტომ გადაწყვეტილებას ბაღის დირექტორები იღებენ. უამრავ ბაღში უკვე დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა, სადაც ამ მხრივ იყო პრობლემა, 99% უკვე მოვაგვარეთ, რამდენიმე ბაღშია ტექნიკური პრობლემა და ამაზეც ვმუშაობთ. მაგრამ ისინიც არ არიან დარჩენილნი გათბობის გარეშე, ალტერნატიული გზებით თბებიან - სავარუდოდ, ორშაბათამდე ესეც მოგვადება
- ანუ, ორშაბათიდან ყველა ბაღში უნდა ჩაირთოს გათბობა?
- არა, ყველა ბაღში ჩართულია გათბობა, ზოგან დარჩენილია პატარა პრობლემები, რომელიც გვარდება, ან შეიძლება უკვე მოგვარებულია, მაგრამ ჯერ ინფორმაცია არ მაქვს, ველოდები.
- ამ შემთხვევაში ტექნიკურ პრობლეებს გულისხმობთ..
- კი, კი. სიცივეში არც ერთი ბაღი არ არის, თუ ცენტრალური გათბობა არაა, ალტერნატიული ვარიანტები აქვთ და იმით თბებიან.
- მე ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მაქვს ინფორმაცია რამდენიმე ბაღის შესახებ, სადაც გათბობა ამ სასწავლო სეზონზე საერთოდ არ ჩართულა..
- შეგიძლიათ მითხრათ რომელ ბაღებზეა საუბარი?
- არა, ამჯერად თავს შევიკავებ...
- მე ვამოწმებ 160-ივე ბაღს, ასამდე ბაღის დირექტორი მეუბნება, რომ ისინი ზამთარს თბილად ხვდებიან, ამ დღეებში მომივა მონაცმები, თუ სადააა პრობლემა, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ აღმოვფხვრათ. დილიდან საღამომდე მაგაზე ვმუშაობთ, რადგან ესაა პრიორიტეტული. გუშინ რამდენიმე ბაღში ვიყავი და ვნახე თბილ გარემოში მყოფი ბავშვები, ალტერნატიული საშუალებებით გათბობის საკითხიც მალე მოგვარდება, გვინდა, რომ იმ ბაღებში, სადაც ცენტრალური გათობა არ არის, სწრაფი ტემპებით მოვაგვაროთ საკითხი, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და მიზანს მივაღწევთ.
ციცი ომანიძე